ნიკა ცქიტიშვილი: ამის გამო სხვა სისტემაზე გვიწევს გადართვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა დიღმის ბაზაზე ღია ვარჯიშის შემდეგ მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.

"რაც შეეხება მომზადებას, მოკლე დრო გვქონდა. მაქსიმალურად ცდილობდა ილიას ზუროსი, რომ ამ მცირე დროში კარგ ფორმაში შევსულიყავით. ძირითადად ყურადღება გამახვილებულია დაცვაზე. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი მოთამაშე გვაკლია და ამის გამო სხვა სისტემაზე გვიწევს გადართვა.

თუ გვინდა რაიმე სახის შანსი მოგვეცეს, ეს დაცვითი ტაქტიკითაა შესაძლებელი. ჩემს თამაშს რაც შეეხება, ჩემი გამოცდილებით მაქსიმალურად ვეცდები, ნაკრებს ყველანაირად დავუდგე გვერდში. მაქსიმალურად ვცდილობ შევასრულო მწვრთნელის მიერ მოცემული დავალებები და გადავერთო შესაბამის ტაქტიკაზე",
- თქვა ცქტიშვილმა.

ცქიტიშვილს ფეხი აქვს ოდნავ გასივებული, კალათბრთელის თქმით მიუხედავად ამისა, შეძლებს გერმანიასთან თამაშს.

- ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ კაცის იმედი უნდა გვქონდეს
0
ნიკა მიაწექი აბა შენ იცი, შენი იმედი გვაქვს.
giorgi
15:22 21-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული