იყო თუ არა უთანხმოება საქართველოს ნაკრებში? - ილიას ზუროსის პასუხი

AutoSharing Option
13 ნოემბერს კალათბურთის ფედერაციაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ილიას ზუროსის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ბერძენმა სპეციალისტმა მოახლოებულ მატჩებსა და ნაკრების შემადგენლობაზე ისაუბრა.

- ცვლილებები საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში
- ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა

არის თუ არა გუნდში უთანხმოება? ამ კითხვაზე ზუროსს კონკრეტული პასუხი არ გაუცია, თუმცა დარჩა შთაბეჭდილება, რომ ნაკრებში კონფლიქტი იყო.

- ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მსვლე­ლო­ბი­სას რამ­დე­ნი­მე კა­ლათ­ბურ­თელ­მა ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­მო­გი­ყე­ნათ, თუ ხუ­თე­ულ­ში არ და­გვა­ყე­ნებთ, გუნ­დი­დან წა­ვალ­თო. თუ იყო ასე­თი რამ და იყო თუ არა გუნ­დ­ში უთან­ხ­მო­ე­ბა?
- მე
მიყ­ვარს ჩე­მი გუნ­დის ყვე­ლა კა­ლათ­ბურ­თე­ლი, ისი­ნი ჩე­მი ბი­ჭე­ბი არი­ან. ჩე­მი გუნ­დი ჩე­მი ოჯა­ხია. მსოფ­ლი­ო­ში არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ოჯახ­ში მომ­ხ­დარ ამ­ბავს ხალ­ხ­ში სამ­ს­ჯე­ლოდ გა­მო­ი­ტანს. ოჯა­ხის ამ­ბე­ბი ოჯახ­ში­ვე უნ­და მოგ­ვარ­დეს.

და­მი­ჯე­რეთ, მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო გუნ­დებ­ში­ცაა პრობ­ლე­მე­ბი, გან­ხეთ­ქი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ არა­ვინ არა­ფე­რი იცის, რად­გან მათ ეს შიგ­ნით მო­აგ­ვა­რეს. მხო­ლოდ სუს­ტი გუნ­დე­ბის მო­თა­მა­შე­ე­ბი ჭო­რა­ო­ბენ სა­ჯა­როდ და შე­დე­გიც არა აქვთ.

იხილეთ ილიას ზუროსის სრული პრესკონფერენცია Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 8 /
სილია-ბატონო, რუსი ოკუპანტები და მათი პრეზიდენტი ჭირივით მძულს. გულით ვამბობ ამას.
ეგ ერთი.
მეორე - ვისაც ჩვენი კალათბურთელების, ფეხბურთელების ან რაგბისტების წარმატება არ უხარია, იმის ასე და ისეც...
მესამე - ერთ დროს ფაჩულია მართლა ბრწყინვალედ თამაშობდა, მაგრამ ევროპა სწორედ მის გამო წავაგეთ და სწორად მოიქცა, ნაკრებიდან რომ წავიდა.
მეოთხე - კალათბურთის გაგებაში რომ არ ხართ, შორიდანაც გეტყობათ. არც საკალათბურთო სამყაროს უნდა იცნობდეთ რიგიანად, რამეთუ გეცოდინებოდათ ნაკრებში არსებული კონფლიქტების თაობაზე.
დაბოლოს - ნუ გამიწყალეთ საქმე!
პატივისცემით, ილია მაისურაძე
ILIA
15 ნოემბერი 2017 14:48
1
ერთი მეზობელი მყავდა და სილიას ეძახდნენ; ბავშვობაში მეგონა, რომ ეს ილიასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მერე აღმოჩნდა რომ სილიბისტრო ერქვა. ამიტომ, სულერთია ილია გქვია თუ უფრო კონკრეტული სახელი: რატომ ვერ ისვენებთ? ფეხბურთში უკვე გვაჯობეთ. ჩვენი კალათბურთელებისა და მორაგბეების წარმატებებზე ბოღმისგან გიჟდებით. იქნებ ცოტა ხანში ამეებშიც გვაჯობოთ. დაწყნარდით. ქურდად ჯდომა და ეგეთები თქვენთან და თქვენ ჩრდილოელ მფარველებთან მოიკითხეთ.
სილია
15 ნოემბერი 2017 10:29
11
ილიას არც მე ვეთანხმები,მაგრამ, რუსობა შური და ბოღმა საიდან მოიტანე.მაგასაც ჩვენსავით გული სტკივა და თავის ვერსიას გამოსთქვამს,შეიძლება ჩვენზე მეტი ინფორმაციაც აქვს.მანდ რა არის ასეთი პოლიტიკური?მე ვერაფერი შევამჩნიე.
სოსო
15 ნოემბერი 2017 17:40
0
ეს ბერძენი მწვრთნელი ბევრ ჩვენს მწვრთნელს და კალათბურთელს კაცობაშიც ჯობია და საქმის სიყვარულსა და კეთებაშიც. იგივეს ვიტყვი მაიკლ დიქსონზეც.
გიო
14 ნოემბერი 2017 22:00
0
ეს ბიჭები რამდენი წელია ერთად მოდიან.მეგობრებს შორის ქურდად ჯდომა?არა მგონია.
სოსო
14 ნოემბერი 2017 14:59
10
ფაჩულიაზე ზრდილობიანი კრიტიკაც კი მიუღებელია მოდერატორისთვის? ))))
ILIA
14 ნოემბერი 2017 14:24
7
ფაჩულია ნაკრებში ქურდად იჯდა.
მის გარეშე იქ არაფერი ხდებოდა.
ეგ ადგენდა შემადგენლობას და თავად წყვეტდა, ვინ და როდის გასულიყო მოედანზე.
ზუროსმა იცოდა, რომ ზაზას ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და მას ხმასაც ვერ სცემდა.
ეხლა, სანამ ჩემ ლანძღვას დაიწყებთ, გაიკითხეთ ეს ამბები საკალათბურთო წრეებში.

ILIA
14 ნოემბერი 2017 13:14
7
მედლებს რო დაგვპირდა ის ხო არ იყო ნეტა ბუნტის თავი?
აბო
14 ნოემბერი 2017 13:00
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული