ილიას ზუროსი: მძიმე სიტუაციაა, რადგან განახლებული გუნდით მოგვიწევს გამოსვლა

AutoSharing Option
ბერძენმა სპეციალისტმა ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. ბერძენ სპეციალისტთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ილიას ზუროსი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერთასის გათამაშებას დაესწრო, ხოლო შემდეგ მასმედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"მოხარული ვარ, რომ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარე კმაყოფილია, მეც და საქართველოს კალათბურთის ფედერაციაც. განვლილ ორ წელიწადში გავმართეთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები და ვიასპარეზეთ ევრობასკეტზე.

მომდევნო ციკლი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპებია. წინასწარ შეიძლება ითქვას - მძიმე სიტუაციაა, რადგან განახლებული გუნდით მოგვიწევს გამოსვლა. თუმცა მოხარული ვარ, რომ
ახალ ციკლს ახალი იმედითა და კარგის მოლოდინით ვიწყებთ.

არ გვეყოლებიან ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე, რომლებიც ბოლო წლებში გუნდს ძალიან ეხმარებოდნენ, თავს არ ზოგავდნენ.

საქმე ძალიან გართულდა მას მერე, რაც ფიბა და ევროლიგა ვერ შეთანხმდნენ... შესაბამისად, დღევანდელი სიტუაციით ნაკრებში ვერც ევროლიგის კალათბურთელები ითამაშებენ. არ გვეყოლებიან თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. მოგეხსენებათ, ბექა ბურჯანაძემ ოპერაცია გაიკეთა. როგორც ვიცი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იმედი გვაქვს, რომ იგი მალე დაუბრუნდება მოედანს. ჯანმრთელობას ვუსურვებ. ძალიან, ძალიან მაგრად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ამ კალათბურთელების არყოფნის ფონზე დადებით შედეგს მივაღწიოთ.

დავიწყებთ იმ რესურსით, რაც ჩვენს ხელთაა. იმედი მაქვს, სხვები ითამაშებენ, გვიჩვენებენ, რომ შეუძლიათ... ახლა საჭიროა, ვიპოვოთ საუკეთესო კალათბურთელები საქართველოს ნაკრებისთვის, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ და გავუმჯობესდეთ თამაშიდან თამაშამდე.

მნიშვნელოვანია, ყველა ერთად დავდგეთ, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. მჯერა, ამ საკვალიფიკაციოზე წარმატებით თამაში შეგვიძლია. უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე და განვაგრძოთ ბრძოლა მთავარი მიზნისთვის".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
გეხვეწები ბოისა მოაშორეტ და ვიფიქრებ რომ ფიქრობტ ცვენი ნაკრების წარმატებაზე
შოთა გუგეშაშვილი
18:19 13-10-2017
1
საქართველოს თუ არ ეყოლება ევროლიგისა და ენბიაის კალათბურთელები რა სხვებს ეყოლებათ? ყველა ასეთ დღეშია.
mere ra
16:07 13-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული