ზუროსი ნაკრებში ცქიტიშვილის დაბრუნებაზე ფიქრობს

AutoSharing Option
ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი თბილისშია და დუდუ დადიანის მემორიალის მატჩებს მოედნის კიდიდან ადევნებს თვალს. ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ კალათბურთის ფედერაციასთან ჯერ კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევია, თუმცა უშუალოდ თამაშებისას დეტალურად ინიშნავს სხვადასხვა ნიუანსს და წინასწარ შეიძლება თქმა, რომ მალე შეთანხმებაც შედგება.

საქართველოს ნაკრებს უახლოესი ოფიციალური შეხვედრა მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 24 ნოემბერს გერმანიის წინააღმდეგ ელის, 27-ში კი სერბეთში ითამაშებს. ჯერჯერობით, კითხვის ნიშნის ქვეშაა ამ მატჩებში ევროლიგის კალათბურთელების მონაწილეობა. ევროლიგის კლუბებში კი ორი ლიდერი გვყავს - თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. თუმცა,
ისინი რომც ჩამოვიდნენ (რისი იმედიც გვაქვს), მსოფლიოს შესარჩევზე წარმატებისთვის აუცილებელია, საქართველოს ნაკრებში ოპტიმალური შემადგენლობა შეიკრიბოს.

ეს კარგად ესმის ილიას ზუროსს და ამიტომაც შეხვდა გუშინ ჯერ ლევან ფაცაციას, შემდეგ ნიკოლოზ ცქიტიშვილს.

როგორც ერთს, ასევე მეორეს ეროვნულ გუნდში თამაშის საკმარისი გამოცდილება აქვს, თუმცა 2017 წელს საქართველოს ნაკრებში არც ერთს არ უთამაშია. ნიკა სულაც 2013 წლის შემდეგაა ნაკრებს მიღმა.

ცქიტიშვილისა და ზუროსის შეხვედრის შემდეგ ისედაც ნათელი იყო, რაზე ილაპარაკებდნენ ბერძენი სპეციალისტი და ქართველი კალათბურთელი. კონკრეტული დეტალების გამხელისგან ნიკამ თავი შეიკავა, თუმცა ის კი ცხადია, რომ ლაპარაკი იყო მის ნაკრებში დაბრუნებაზე. წინააღმდეგი არც კალათბურთელია.

ასე რომ, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, 4-წლიანი შესვენების შემდეგ სკიტას ნაკრებში დაბრუნებას უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, რომ მას ეროვნულში დებიუტი 1999 წელს, შვეიცარიასთან მატჩში ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ცქიტიშვილი იმსახურებდა ნაკრებში ყოფნას. რატომღაც არ გამოიყენეს ამ კაცის პოტენციალი თავის დროზე.
ეხლა არ ვიცი, რა ფორმაშია. თუ კარგი სროლები აქვს მოსაყვანია ნაკრებში, თუ მარტო ტანკივით დადგება მოედანზე ერთი კაცივით და სროლები 10-დან 6 თუ გააფუჭა, მაშინ რა აზრი აქვს.
ახალი თაობაა წამოსაწევი, რომლებიც ძველი "ავტორიტეტების" ქვეშ იჩრდილებიან
ასეა ეეს.
12:17 11-10-2017
0
ზუროსმა ჩემის აზრით აქცენტი ახალგაზრდებზე და ძალიან ახალგაზრდებზე უნდა გააკეთოს,რომ სამი ან ოთხი წლის შემდეგ გამართული,კარგი გუნდი გვყავდეს.ცქიტიშვილზე და სხვა "საპენსიო" ასაკის კალათბურთელების მოწვევა გუნდს არ წაადგება.თვრამეტი და ოცწლამდელების ნაკრებში არიან მოთამაშეები რომლებიც არც ცქიტიშვილს და არც მამუკელაშვილს არ ჩამოუვარდებიან.მამუკელაშვილი არ ჩამოვა რადგან მისი კლასი არ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს,შემდგომში შეიძლება მოუმატოს თუმცა არა მგონია.რაც შეეხება ევროპაზე წაყვანილ "ბალასტს" ისინი საერთოდ არ უნდა იქნენ გამოძახებული.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული