კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

გიორგი ცინცაძე: ნაკრებში, ალბათ, აღარ ვითამაშებ

AutoSharing Option
გუშინ,  "პირველ არხზე" სტუმრობისას საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ საინტერესო კომენტარი გააკეთა. როგორც ჩანს, ისიც ფიქრობს სანაკრებო კარიერის დასრულებაზე.

"ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან რთულია, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა - შესაძლოა, მეც დავასრულო სანაკრებო კარიერა. უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი და ვფიქრობ, სჯობს ახალგაზრდებს დავუთმო ჩემი ადგილი, ჩემი სათამაშო დრო.

შესაძლოა, ამ ეტაპზე ზედმეტად ახალგაზრდები იყვნენ და ფიზიკურად არ აღმოჩნდნენ მზად ამ დონეზე სათამაშოდ, მაგრამ დიდი პოტენციალი ჩანს. თაობათა ცვლაც გარდაუვალია. სჯობს ყველაფერი ადრევე დავიწყოთ, რადგან 20-21 წლის ასაკში უკვე კარგად იყვნენ მომზადებულები
საქართველოს ნაკრებისთვის".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი ზაზა ფაჩულია დაემშვიდობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ