გიორგი ცინცაძე: ნაკრებში, ალბათ, აღარ ვითამაშებ

AutoSharing Option
გუშინ,  "პირველ არხზე" სტუმრობისას საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ საინტერესო კომენტარი გააკეთა. როგორც ჩანს, ისიც ფიქრობს სანაკრებო კარიერის დასრულებაზე.

"ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან რთულია, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა - შესაძლოა, მეც დავასრულო სანაკრებო კარიერა. უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი და ვფიქრობ, სჯობს ახალგაზრდებს დავუთმო ჩემი ადგილი, ჩემი სათამაშო დრო.

შესაძლოა, ამ ეტაპზე ზედმეტად ახალგაზრდები იყვნენ და ფიზიკურად არ აღმოჩნდნენ მზად ამ დონეზე სათამაშოდ, მაგრამ დიდი პოტენციალი ჩანს. თაობათა ცვლაც გარდაუვალია. სჯობს ყველაფერი ადრევე დავიწყოთ, რადგან 20-21 წლის ასაკში უკვე კარგად იყვნენ მომზადებულები საქართველოს ნაკრებისთვის".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი ზაზა ფაჩულია დაემშვიდობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Shen magalitad
Zazs რა საცოდავი ვინმე ხარ თუ იცი ნეტა.
zaza
16:54 14-09-2017
0
შეუცვლელები არ არსებობენ. ცინცაძეს ტრავმა თუ ჰქონდარატომ ათამაშებდნენ. ეს ხომ მის ჯანმრთელობაზე უკუ აისახება. არა და ის კიდევ გამოადგება ნაკრებს. მიეცათ ახალგაზრდებისათვის მეტი თამაშის დრო, რაც მოხდა იმაზე უარესი ხომ არ მოხდებოდა. აბა როდის და სად უნდა ათამაშონ ისინი რომ სწრაფად დაოსტატდნენ. მეტი ნდობაა საჭირო, მართლა ტურისტები ხომ არ არიან და ტაშის დამკვრელები. ზაზა ფაჩულია ცაში რომ აგყავთ, დაასახელეთ რომელი თამაში ჩაატარა ნაკრებში რაც ევრობასკეტზე გამოვდივართ, გვეთქვას, რომ ეს მისი დამსახურეებაო. პირიქით ნაკრები მის გარეშეც მშვენივრად თამაშობდა, გამოჩნდა და მერე აირია ყველაფერი. კარგად დააკვირდით მოვლენებს. როგორც სჩანს მას არ უნდა, რომ მასზე წინ ვინმე წავიდეს.თორემ ზაზა რომ საამაყო და სათაყვანებელი კაცია ამას თქმა არ უნდა. რაც გააკეთა შრომით ააქვს მოპოვებული.
დემე
10:16 12-09-2017
1
დემე,ნომერი ორი გამთამაშებელი საქართველოში გამყრელიძეა და ისიც გიორგის თანატოლი უნდა იყოს.ჯერ მისი თამაში ხომ ვნახეთ და სხვები წარმოიდგინე სად არიან.მოდიან პატარა ბიჭები,მაგრამ ჯერ ძალიან შორს არიან.
სოსო
16 სექტემბერი 2017 12:05
0
რაც მან ევრობასკეტზე შეცდომები უშვა ჯობია წავიდეს და სხვას მისცეს შანსი
ებიჯო
23:54 11-09-2017
8
ძმურად, ის სხვა ვინაა ხომ ვერ გვეტყვი? გამყრელიძე თუ ლეჟავა?
andro
12 სექტემბერი 2017 14:18
0
Shen magalitad
Zazs
12 სექტემბერი 2017 03:48
1
არ შეძლება ბიჭებო ქვეყანას გაებუტო, ცივი გონებით უნდა შეაფასოთ ყველაფერი საკუთარი თავიდან დაწყებული საერთო სიტუაცით დამთავრებული ისედაც მოკლე სკამი გვაქ მოიხადეთ ვალი დაეხმარეთ ნაკრებს მსოფლიოზე გასვლაში და კარგ ნოტაზე დატოვეთ ნაკრები მაშინაც და ეხლაც უყვარხართ ყველა გულშემატკივარს!
კახა
23:00 11-09-2017
1
დიდი პოტენციალი არა ჩემი შაშა კოლა. მაგარი დანძრეული აქვს საქართველოს ნაკრებს უკვე თავქვეზე არიან და პერსპექტივა ც არ ჩანს
zura
22:19 11-09-2017
8
ცინცაძეს ოდნავ დაღვინება უნდა, ზუსტად მაგ ასაკში შედის ეხლა და ძალიან წაადგება გამოცდილ თუ ახალგაზრდა ნაკრებს. ყველაფერი მშვენივრად შეუძლია ამ ბიჭს, ფსიქოლოგიურად ჭირდება ოდნავ განმტკიცება და გაკაჟება. იმედია არ წავა.
რეზო
21:14 11-09-2017
0
ზაზა33 წლისაა,გიორგი და მანუ 31.ბიჭებზე დაუმსახურებელი კრიტიკის ძალიან დიდი ნიაღვარი გადმოვიდა და ჩემთვის გასაგებია,რომ ემოციებზე ასეთი განცხადებები გააკეთეს.გაივლის ცოტა ხანი,ემოციებიც ჩაცხრება და დაწყნარებულ გულზე დარწმუნებული ვარ აზრს შეიცვლიან.შესარჩევის თამაშები ისეთ დროს უწევს,ზაზა მასში მაინც ვერ ითამაშებს,მაგრამ თუ გავალთ და დანარჩენი შემადგენლობის დარჩენის პირობებში აუცილებლად გავალთ,უკვე გამოჩნდება რამდენად მომწიფდა გოგა ბითაძე ძირითადისათვის.ზაზაზეც მერე ვილაპარაკოთ.რაც შეეხება გიოსა და მანუს,მათი ყოფნა ნაკრებში სასიცოცხლოდ აუცილებელია,მით უმეტეს,რომ 31 წელი საუკეთესო ასაკია კალათბურთში.თანაც ახალგაზრდულის ბიჭები გამოცდილების გვერდით გაცილებით სწრაფად გაივლიან განვითარების ეტაპებს და გახდებიან ნაკრების სრულფასოვანი წევრები,სხვა შემთხვევაში მათი ზრდის სიჩქარე განახევრდება და ვერც მიაღწევენ იმ სიმაღლეებს,რისი პოტენციაც მათ აქვთ.
არის კიდევ ერთი ასპექტიც,ნაკრებმა უნდა დაამტკიცოს რომ ეს მარცხი უიღბლობების დამთხვევის შედეგი იყო და არა ნაკრების სისუსტის,აქ კი დასამტკიცებელი ყველაზე მეტი გიორგი ცინცაძეს აქვს(ზოგიერთებისათვის,ვინც მისი ტრავმა არ გაითვალისწინა და ხელი ჩამოაწმინდა,თორემ მე მისი ფასიც ძალიან კარგად ვიცი და კლასიც).
სოსო
18:04 11-09-2017
1
აბსოლუტურად ვიზიარებ მეგობარო თქვენს მოსაზრებას.ერთი ორი წელი ძველი ბირთვი კიდევ უნდა დარჩეს და ახალგაზრდობაც უფრო
სწორად და სწრაფად გაიზრდება.
პაატა
11 სექტემბერი 2017 23:39
0
მე მგონი კაი ხანი ცხვირს ვეღარ შევყოფთ ვერც მსოფლიო ჩემპიონატში და ვერც ევროპის ჩემპიონატში. ეს იყო ყველაზე კარგი და დზლიერი თაობა ჩვენი ნაკრების ისტორიაში რომელსაც ვერ ვაფასებთ. ნი ვითხოვთ იმაზე მეტს ვიდრე გავცემთ. უანგაროდ ემსახურეს სამშობლოს, საქართველოს სახელი გაიტანეს ევროპაში და ევროპელებს გააცნეს ეს ქვეყანა. მეტი რა გინდათ? ბურთი არ გვაქ მოედანი არ გვაქ ფული არ გვაქ მწვრთნელი არ გვყავს და არ გიკვირთ რომ ამდენი მოხერხდა?? მადლობა გიოსაც და ზაზასაც. გეკუთვნით დამსახურებულად მოპოვებული დასვენება. აბა ვნახოთ ერთი რას იზავენ ახალგაზრდები. ამის ნახევარსაც თუ შეძლებენ მე კმაყოფილი ვიქნები
2
ეს ევრო აშკარად ჩაუვარდა ბუს. რა იყო ამის მიზეზი ჩვენ არ ვიცით. მე მგონია ტრავმამ შეუშალა ხელი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მთავარი მიზეზი. საქართველოს ჩემპიონატიდან ამ დონის ტურნირზე გადართვა ძალიან ძნელია! ფაქტია, რომ ამ ეტაპზე მისი შემცვლელი არ გვყავს. თან თუ დიქსონიც ვერ შევინარჩუნეთ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებით. გამყრელიძის იმედად მოწინააღმდეგის ნახევარზე ბურთის გადატანაც გაგვიჭირდება
andro
17:46 11-09-2017
0
მგონი კი არა ასეა,ლიტვასთან მეორე პერიოდში იღრძო კოჭი და მას შემდეგ ასე ტრავმიანი თამაშობდა.აქედან იყო ამდენი შეცდომა ,თორემ მოსამზადებელ ეტაპზე გიორგი დაფრინავდა.ამაზე ამბონდნენ ტელევიზორში და მისი გასიებული კოჭიც კი აჩვენეს,მაგრამ გიომ მაინც ითამაშა და დარწმუნებული ვარ ეს ტრავმა კიდევ ბევრჯერ შეახსენებს თავს,მაგრამ გუნდისათვის თავი გადადო და რაც შესძლო მაინც გააკეთა.როცა მას ვიღაცა ადანაშაულებს,ესეც ხომ უნდა გაივალისწინოს.ბავშვობაში ერთხელ მეც ვითამაშე ნაღრძობი კოჭით და ერთი კვირის შემდეგ ვითამაშე კალათბურთი.40 წელზე მეტია გასული და მაშინდელის შედეგი კიდევ მომდევს,გიორგიმ კი ერთი დღე დაისვენა და შემდეგ ოთხი თამაში ითამაშა.ჩემს გამოცდილებაზე წარმომიდგენია რა ტკივილს განიცდიდა გიორგი და მადლობის ნაცვლად მისი კრიტიკა რა თქმა უნდა ძნელი ასატანია.სწორედ ამიტომ ვაფასებ სხვებზე მეტად ცინცაძის გამოსვლას და არასოდეს დავუვიწყებ ამ თავდადებას,თუმცა ასევე ძალიან ვაფასებ დანარჩენი ბიჭების გამოსვლასაც,მათ ხომ ყველასთან ბოლომდე იბრძოლეს და თავი არავის დაუხარეს.
სოსო
12 სექტემბერი 2017 16:03
0
ზაზა ფაჩულიას "ქართული" დაავადება შეეყარა. ბოლო დროს ზედმეტად "თავში აუვარდა" და თანაგუნდელებს და მწვრთნელებს არაფრად აგდებდა. ერთხელ ისიც თქვა, მე უფრო მეტი ვღირვარ, ვიდრე თქვენ ყველა ერთადო. ევროპის ჩემპიონატზე იმაზე ღიზიანდებოდა, მწვრთნელს შერმადინი რომ დიდი ხნით შეყავდა მოედანზე. გიორგი ცინცაძე მაიკლ დიქსონის წარმატებულ თამაშზე კომპლექსდებოდა. ეს შარშანდელ შესარჩევზე ხმამაღლა დააფიქსირა კიდეც.
მოკლედ, მარკოიშვილი თუ დატოვებს ნაკრებს(ისიც ასაკშია), ეგ იქნება დიდი დანაკლისი, თორემ ფაჩულია("ლაშა"-ს ვეთანხმები, ისედაც ვეღარ ითამაშებდა) და ცინცაძე უკვე მაინც ვეღარ "ქაჩავენ".
შოთა
17:44 11-09-2017
8
შემცვლელები ვინ გყავს და რა დონის აგერ ვნახავთ ნოემბერში.არაა დიდი დრო დარჩენილი.
zaza
17:14 11-09-2017
0
ეგ და ზაზა რომ არ ყოფილიყვნენ, გუნდი მეოტხედფინალსჰი იქნებოდა, მგონი სამზარეულოსჰი რაგაც მოხდა, აბა უკრაინასტან სხვა რა უნდა მომხდარიყო. წავიდა ზაზა და მიყვა ესეც. დედოვსჰინა დამტავრდა? დიდი მადლობა მათ. შეყცვლელები არ არსებობენ
vaso
16:30 11-09-2017
10
ნეტავ შენს ტვინში ჩამახედა,5-2=3 როგორ ანგარიშობ,რომ დავინახო.ჩემო "იმანო",ტრავმების გამო ისედაც 5 მოთამაშე იყო დარჩენილი ვისაც თამაშის ხარისხი მოეკითხება და 3 მოთამაშით მოთხედფინალში როგორ აპირებდი გასვლას,იქნებ დაგვაფასო და აგვიხსნა ღრმად პატივცემულო?!
წუა
11 სექტემბერი 2017 17:38
1
ახალი წესებით ევროპის ჩემპიონატი 4 წელში ერთხელ ტარდება, შესაბამისად, ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში მიიღებს მონაწილეობას. შესარჩევის თამაშები ისეთ დროს ტარდება, როცა ეროვნული ჩემპიონატები მიმდინარეობს, ანუ ნბა-დან კალათბურთელებს ნამდვილად არ გამოუშვებენ სათამაშოდ, აი ევროპულ კლუბებს ალბათ დაავალებენ ნაკრების კალათბურთელების გაშვებას. აქედან გამომდინარე, ზაზა ფაჩულიას სანაკრებო კარიერის დასრულება სრულიად ლოგიკურია, რადგან ძალიანაც რომ მოენდომებინა, მაინც ვერ ითამაშებდა. რაც შეეხება ცინცაძეს, თუ მწვრთნელმა გამოიძახა, არ უნდა იყოს წლის განმავლობაში რამდენიმედღიანი შეკრების პრობლემა. წელს სულ ორი მატჩი ჩატარდება ნოემბერში.
ლაშა
15:18 11-09-2017
1
როგორც იქნა ამ ბიჭმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
magaria
14:15 11-09-2017
21
Unda darches aucileblad
Sergi
11 სექტემბერი 2017 17:20
3
მსოფლიოს შესარჩევებში ცინცაძე საჭიროა ნაკრებისთვის!....
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურია მოსაპოვებელი .უნდა ითამაშოს დღეისთვის ყველა საუკეთესომ
24 და 27 ნოემბერს ორი ურთულესი ბრძოლა გვაქვს(გერმანიაში-გასვლა და თბილისში -სერბებთან)...ყველა საუკეთესომ უნდა ითამაშოს.მართალია სამი გადის შემდეგ ეტაპზე,მაგრამ ქულები გადაყვება და თითოელ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს!
ზაზა
14:12 11-09-2017
2
mainteresens qartvelebidan yvelaze meti dakargva vis hqonda?
Joni
14:02 11-09-2017
2
ქართვებიდან შენგელიას თუარ და ისე გუნდში ყველაზე მეტი დაკარგვა დიქსონს ქონდა
iloreli
12 სექტემბერი 2017 14:55
0
ახალგაზდებს უნდა მიცეს მეტი დრო!! სამქულიანების მსროლელები გვჭირდება! ხო ხედავთ იტალია როგორ გაძვრა და რამხელაზე_)) ასე რო ბიჭების ოფთალმოლოგთან წაყვანა საჭირო და მერე სამქულიანებზე ვარჯიში!!! რაც არუნდა გუნდურად შეკრული იყო მაინც გაგტეხავს შენი დონის გუნდი სამქულიანებით
zura
13:55 11-09-2017
1
Erti axalgazrda daasaxele vinc bus shecvlis
Sergi
11 სექტემბერი 2017 14:32
3
გასოლი 37 არის და თამაშობს...მოუნდათ დასვენება
vasilii
13:51 11-09-2017
1
არიქა ავტეხოთ ეხლა-ხვეწნა მუდარა"დარჩი", "გვჭირდები" და ა.შ...
grisha dedakimovi
13:47 11-09-2017
13
Xo chven xo kris poli da kairi irvingi gvyavs cincazis saxvewi ra gvchirs
Sergi
11 სექტემბერი 2017 14:49
1
გასაგებია ყველანი ძაან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეგ წარსულშია და ვერაფერს შევცლით. შენი გადაწყვეტილებაცდა ზაზასიც მე ვფიქრობ ამ გადაწწყვეტილებაზე მე დარწმუნებული ვარ ამ ევროპის ჩემპიონატმაც იქონია თავისი ზეგავლენაც. შენც და ზაზაც ორივე გიყვარხართ ძალიან. თქვენ ბევრი გაგიკეთებიათ ნსკრებისთვს და იმედგაცრუების მეტი სიხარული მოგვანიჭეთ. მე ერის ხმით გეტყვით, რომ ჯერ ადრეა. მსოფლიოს მერე, ორ წელში. ნუ ფიქრობთ ისე, თითქოს ერის სირცხვილი ხართ. ჩვენ გვიყვარხართ ძალიან და თქვენი თითოეული მონიჭებული სიხარული გვახსოვს. თუ ნახავ გიორგი ამ კომენტარს, კარგად დაფიქრდი. რამ დაგაბერა 31 წლის კაცი? ან ზაზაც გატეხილშია დარწმუნებული ვარ, თორემ ან ეგ რამ დააბერა 33 წლისას? კალათბურთელები 39-40 წლამდეც თამაშობენ ფეხბურთელებზე მეტს. მოკლედ, კარგად დაფიქრდით. დანარჩენი თქვენზე იყოს
manchester 1
13:40 11-09-2017
0
ჯერ რა დროს წასვლაა? ახალგაზრდობისთვის ადგილის დათმობა რა მიზეზია, ის ახალგაზრდა შენს გვერდით რომ გაიზდება, ისე თქვენს გარეშე გაიზრდება ძლიერ კალათბურთელად? რაც შეეხება ჯგუფიდან ვერ გასვლას, ეს კალათბურთელების და მწვრთნელის ბრალი არაა. ამის მიზეზი ფედერაციაშია საძებნი. ან ზაზას რა ჭირს უკვე გუნდმა მიაღწია იმ თამაშს, რომ მსოფლიოზე სანიკიძის და ბურჯნაძის დახმარებით შესაძლებელია წარმატებით გამოსვლა. ზაზას წასვლა მხოლოდ ზიანის მომტანია, ჯერ მსოფლიოზე გამოასწორეთ ეს იმედგაცრუება და მერე იფიქრეთ წასვლაზე.
akaki
13:20 11-09-2017
1
ოცდათერთმეტი წლისა
ზაზა
13:07 11-09-2017
0
არა გიორგი.
შენი წასვლა ნაკრებიდან ჯერ ადრეა, არ ჩანს არავინ ისე მომწიფებული, რომ ახლავე შესძლოს გამთამაშებლად დადგომა ისე რომ საქმე არ გაფუჭდეს.
ვფიქრობ ეს მსოფლიოს შესარჩევი აუცილებლად უნდა დაეხმარო ნაკრებს და ქვეყანას და მხოლოდ ამის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშისათვის(მჯერა რომ შეგვიძლია გასვლა სწორი მიდგომის და ერთტად შეკვრის შემთხვევაში) შენთან ერთად უკვე უნდა მოიძებნოს ის ახალგაზრდაც ვინც შენს გვერდით გაიზრდება და სათამაშო დროს გაუნაწილებ და გამოცდილებასაც გაუზიარებ.
ახლა წასვლა კი ძალიან მტკივნეული იქნება ნაკრებისათის და ყველამ ასე ერთად რომ დაიხუროთ ქუდი და წახვიდეთ დიდი პრობლემის წინაშე დადგება ნაკრები და ამდენი წლის მანძილზე ნაშენები სტაბილური და ანგარიშგასაწევი გუნდიდან მაჩანჩალად ჩამოვქვეითდებით.
ამიტომ თხოვნა გვექნება ქომაგებს, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბოლომდე დაუდგე ქვეყანას დასახმარებლად!

P.ს. იგივეს ვიტყობი მანუჩართან და სხვებთან მიმართებაში. არავისი წასვლის დრო არაა ახლა და ახლა ნაკრების მიტოვება, ბრძოლის ველიდან გაქცევა იქნება. ზაზას წასვლა, ვფიქრობ სწორი და დროულია, ცენტრის პოზიციაზე პრობლემა არ შეგვექმნება, შერმადინი პირიქით უფრო ტავდაჯერებული იქნება პირველ ცენტრად და ბიტაძეც გაიზრდება, მამუკელაშვილის საკითხიც იმედია მოგვარდება მალე და ისიც შეგვეშველება.
რაც შეეხება ნაკრების კაპიტნის საკითხს, ყველაზე კარგ კანდიდატურად (ნუ ეწყინება ნურავის) მარკოიშვილი მიმაჩნია თავისი ცოდნა-გამოიცდილებით და მის შემდეგ ვიცე-კაპიტნებად შენგელია და ცინცაძე!
მადლობა ყველაფრისათვის რაც აქამდე გაგიკეტებიათ, მაგრამ ჯერ წასვლის დრო არაა, კიდევ არის საბრძოლი ჯერ!
ქომაგი
12:50 11-09-2017
3
და რამდენი წლისაა რო?
oeee
12:43 11-09-2017
0
სიახლეები პოპულარული