ჯგუფში ჩარჩენის ორი მიზეზი - ევრობასკეტის სტატისტიკური ანალიზი

AutoSharing Option
ევრობასკეტი 2017 ჩვენთვის დასრულებულია. რამდენად სამართლიანია, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ჩარჩა და 16 საუკეთესო გუნდს შორის ვერ მოხვდა? ანალიტიკამდე ამ კითხვის პასუხის ძიებაში სტატისტიკას მივმართოთ.

ეს სტატია ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩების დასრულებამდეა დაწერილი, თუმცა ეს მატჩები საერთო სურათს დიდად ვერ შეცვლის.

გუნდური სტატისტიკა
ქულები
საქართველოს ნაკრები საშუალოდ 78 ქულას აგდებდა მეტოქის კალათში, ეს მაჩვენებელი კი მე-11-ეა 24 მონაწილეს შორის. გამოდის, რომ შეტევა საკმარისად კარგი გვქონდა იმისთვის, რომ 16 გუნდს შორის მოვხვედრილიყავით. ისრაელის ნაკრების კალათში ჩაგდებული 104 ქულა სულაც მეორე
შედეგია და მხოლოდ ფრანგთა 115 ქულას ჩამორჩება ისლანდიასთან მატჩში.

თამაშიდან სროლის პროცენტი ნაკრებს 45,7 ჰქონდა (მე-11 შედეგი), სამქულიანების - 31,9 (მე-15), საჯარიმოების 78,0 (მე-10).

მოხსნები
ნაკრები ტანმაღალი მოთამაშეებით გამოირჩეოდა და ორი კარგი ცენტრით იწონებდა თავს. ამის გათვალისწინებით, საშუალოდ 36,6 მოხსნა თამაშში გვეცოტავება - არადა, ეს საფრანგეთთან ერთად მე-9 შედეგია ჩემპიონატზე. 50 მოხსნა ისრაელთან - ჯგუფური ეტაპის მეოთხე შედეგია.

2,2 დაფარება მატჩში მხოლოდ მე-15 შედეგია.

პასები
მოვიკოჭლებთ პასებში - საშუალოდ 17,2 პასი თამაშში - ეს მე-16 შედეგია ჩემპიონატზე. ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, გუნდში გამთაშებელის პრობლემა აშკარად იყო. თუმცა იყო გამონათებაც - 26 პასი ისრაელთან თამაშში - მე-7 შედეგი ევრობასკეტზე.

სხვადასხვა
7,6 ჩაჭრა თამაშში - საქართველოს ეს მონაგარი მე-9 შედეგია.

მივადექით იმ მაჩვენებელს, რომელმაც, შესაძლოა, ჯგუფურ ეტაპზე ჩაგვტოვა (ან დიდი წვლილი შეიტანა ამაში) - საქართველოს ნაკრები თამაშში საშუალოდ 16,2-ჯერ კარგავდა ბურთს. ბოლო ტურამდე ამ მაჩვენებლით მხოლოდ რუსეთი "გვჯობნიდა", თუმცა ამ გუნდმა ბრიტანეთთან სტატისტიკური მახასიათებელი გამოასწორა და ბოლოზე დაგვტოვა. შედარებისთვის, სერბეთის ნაკრები საშუალოდ მხოლოდ 10,3-ჯერ კარგავდა ბურთს.

გერმანიის ნაკრებთან მატჩში 24-ჯერ დავკარგეთ ბურთი! ეს ჯგუფური ეტაპის რეკორდია.

საქართველო საშუალოდ 20,8 ჯარიმას იღებდა თამაშში. ეს არ არის ესპანეთის გასაოცარი შედეგი - 14,3 ჯარიმა მხოლოდ - მაგრამ მაინც ნორმალურია - ევრობასკეტზე 15 გუნდი ჩვენზე უფრო ხშირად ჯარიმდებოდა.

დასკვნა: დაკარგვების გარდა, არც ერთი კატეგორიის მიხედვით არ უნდა დავრჩენილიყავით მერვედფინალს მიღმა, თუმცა დაკარგვებში, რასაც ჰქვია, "ვიყოჩაღეთ".

ინდივიდუალური სტატისტიკა
მექულეები
ჩვენი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი თორნიკე შენგელიაა - 18,8 ქულა მატჩში. შენგელიას მაჩვენებელი მეცხრეა ევრობასკეტზე. ლიდერი სლოვენიელი გორან დრაგიჩია, რომელიც თამაშში საშუალოდ 24,4 ქულას აგდებს.

შემდეგ მოდის მაიკლ დიქსონი - 13,8 ქულა - 33-ე შედეგი ევრობასკეტზე და ზაზა ფაჩულია - 13,4 ქულა და 38-ე შედეგი.

საშუალოდ 10 ქულას გადასცდნენ დუდა სანაძე - 10,8 ქულა, 57-ე შედეგი ევრობასკეტზე და გიორგი შერმადინი - 10,2 ქულა, 68-ე ადგილი.

ბარემ სხვა მექულეებსაც ჩამოვთვლით: 107. მანუჩარ მარკოიშვილი - 7,4 ქულა მატჩში; 211. გიორგი ცინცაძე - 2,8; 255. მიხეილ ბერიშვილი - 0,8.

დიახ, ნაკრებში ქულების მოპოვება მხოლოდ 8 კალათბურთელმა შეძლო - გამყრელიძე, ბოისა და ლონდარიძე უქულოდ დარჩნენ, ხოლო ბითაძეს საერთოდ არ უთამაშია.

დიქსონის 29 ქულა იტალიასთან და შენგელიას ამდენივე ლიტვასთან საზიარო მეხუთე შედეგია ევრობასკეტზე. ხოლო რეკორდი შრიოდერს ეკუთვნის - 32 ქულა უკრაინასთან მატჩში. შენგელიას 25 ქულა ისრაელთან ასევე გამორჩეული შედეგი იყო.

მოხსნები
ზაზა ფაჩულია ამ მაჩვენებლით ლიდერთა შორისაა - საშუალოდ 9,2 მოხსნა მატჩში. NBA-ს ჩემპიონი მხოლოდ გეიბ ოლასენის, იონას ვალანჩუნასსა და ვილი ერნანგომესს ჩამორჩება.

ლიდერთა შორისაა თორნიკე შენგელიაც - 7,8 მოხსნა და მე-7 შედეგი ევრობასკეტზე. გიორგი შერმადინის 4,6 მოხსნა თამაშში მხოლოდ 43-ე შედეგია. მანუჩარ მარკოიშვილს 4 მოხსნა აქვს საშუალოდ (58).

შენგელიას 19 მოხსნა ისრაელთან მატჩში ევრობასკეტის საუკეთესო შედეგია. ზაზას 12 ქულაც იტალიასთან აღნიშვნის ღირსია.

დაფარებები
საქართველოს ნაკრების საუკეთესო დამფარებელი გიორგი შერმადინი - 0,8 ბლოკი თამაშში - საერთო ჩათვლაში საზიარო მე-20 ადგილზეა. 0,4-0,4 დაფარება აქვთ მარკოიშვილის, სანაძესა და შენგელიას. ზაზა ფაჩულიას მაჩვენებელი მხოლოდ 0,2 დაფარებაა თამაშში.

პასები
პასებით საქართველოს ნაკრებში ლიდერობს კალათბურთელი, რომელიც ხშირად არც თამაშობდა გამთამაშებლის პოზიციაზე - დიქსონი - 5,2 პასი თამაშში მე-10 მაჩვენებელია. შემდეგ მოდიან ცინცაძე და შენგელია - 3,2-3,2 პასი (საზიარო მე-40 პოზიცია). ფაჩულიასა და შერმადინს 1,6-1,6 პასი აქვთ.

დიქსონს 8 პასი ჰქონდა ისრაელთან და 7 ლიტვასთან. ორივე ეს თამაში კი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

დაკარგვები
ჩვენი სუსტი წერტილი - "ლიდერთა" 7-ეულში ერთბაშად სამი ქართველია - დიქსონი საშუალოდ 4,0-ჯერ კარგავდა ბურთს (მეტჯერ მხოლოდ შრიოდერი), შენგელია 3,6-ჯერ (მესამე შედეგი) და ფაჩულია - 3,2-ჯერ (მე-7). ცინცაძის 2,6 დაკარგვა მატჩში მე-17 შედეგია. მოკლედ, ჩვენი ლიდერები ბურთს ვერ უფრთხილდებოდნენ, რაც საბოლოოდ, ქულების კარგვაში ისახებოდა.

შენგელიამ 8-ჯერ დაკარგა ბურთი გერმანიასთან და ამ მაჩვენებელზე უარესი მხოლოდ ერთი იყო - იმავე შეხვედრაში შრიოდერმა 9-ჯერ დაკარგა ბურთი.

სხვა
ჩაჭრებში ჩვენი ლიდერი იყო დიქსონი 1,4 ჩაჭრით თამაშში (მე-19), 1,2 ჩაჭრა თამაშში - ასეთი შედეგი ერთდროულად რამდენიმე ქართველს აქვს - მარკოიშვილს, სანაძესა და ცინცაძეს.

დუდა სანაძის 3,2 ჯარიმა თამაშში ჩვენს გუნდში ყველაზე უარესი შედეგია.

საუკეთესო
ეფექტურობის კოეფიციენტის მიხედვით, ნაკრებში საუკეთესო შენგელია იყო 18,6 ქულით. თორნიკეს 12 კალათბურთელი უსწრებს ევრობასკეტზე. შენგელიას შემდეგ მოდიან: 30. ფაჩულია (15,2); 43. შერმადინი (13,6); 45. დიქსონი (13,4); 61. სანაძე (12,0); 107. მარკოიშვილი (8,6); 225. ცინცაძე (2,6); 255. ბერიშვილი (0,6). ცინცაძის მონაცემი მართლაც კატასტროფულია.

ორმაგი დუბლი ერთხელ ფაჩულიამ და ერთხელაც შენგელიამ შემოგვთავაზეს.

წუთები
კიდევ ერთ მაჩვენებელს მივადექით, რომლის გამოც (ჩვენი აზრით) ჯგუფიდან ვერ გავაღწიეთ - ფაქტია, რომ ბევრ გუნდს ჰქონდა მოკლე სკამი, მაგრამ იშვიათად რომელიმეს ჰყოლოდა ასე უსარგებლო მოთამაშეები სკამზე, რომელთა შეყვანა 2-3 წუთით მაინც უმალ ქულებში ჩამორჩენის წინაპირობა არ ყოფილიყო.

ისევ ჩვენი არგუმენტით - ციფრებით - ვილაპარაკოთ: თორნიკე შენგელია მოედანზე საშუალოდ 35,9 წუთს ატარებდა და ეს შედეგი პირველია იმ 271 კალათბურთელს შორის, ვინც წამით მაინც გამოვიდა ევრობასკეტის პარკეტზე.

ვინ არის მეორე ადგილზე? 35,3 წუთით მარკოიშვილი! 33,7 ქულით მეოთხეა დიქსონი! როცა ჩემპიონატზე სამი ისეთი მოთამაშე გყავს, რომელსაც უბრალოდ ვერ ცვლი, წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია.

ამასთან, დუდა სანაძე მოედანზე 26,7 წუთს ატარებდა, ფაჩულია - 26,1-ს, ცინცაძე - 24,8-ს, შერმადინი - 18,1-ს. თამაშით კიდევ სამმა ჩვენებურმა ითამაშა, მაგრამ ძალიან ცოტა - ბერიშვილი - 2,9; ლონდარიძე 1,4 წუთი (ბოლოსწინა, 270-ე პოზიცია) და გამყრელიძე - 0,8 (ბოლო, 271-ე).

დასკვნა: იკვეთება მეორე მიზეზიც - გამოუსადეგარი სათადარიგო სკამი. ზუროსი, უბრალოდ, ვერ ასვენებდა თავის ლიდერებს.
მკითხველის კომენტარები / 50 /
იმავე შემადგენლობით უნდა გვეთამაშა, როგორც ლიტვაში და საბერძნეთში(ანუ ფაჩულიას გარეშე)და დღეს უკვე სტამბულში ვიქნებოდით.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
08 სექტემბერი 2017 15:01
7
რა ფაჩულიას გარეშე? მის გარეშე ნაკრები ნოლია და აგერ თუ არ გჯერა ნახავთ კიდეც, მსოფლიო შესარჩევი იქნება მალე და ვინ შეცვლის მას ? ჯერჯერობით ვერავინ
1
13 სექტემბერი 2017 02:45
1
მთავარი მიზეზი ჯგუფში ჩარჩენის იყო სატურნირო სტრატეგიის აბსოლუტური არცოდნა და არქონა!
ორი მოგებით სხვა ჯგუფებიდან ყველა გუნდი გავიდა, ჩვენ კი ვერ გავედით! რატომ? იმიტომ რომ აქცენტი არ გაგვიკეთებია აუცილებლად მოსაგებ მატჩებში მოგებაზე, აი, თამაშებში კი, სადაც უნდა დაგვესვენა და იმ, აუცილებელი თამაშებისთვის ძალა დაგვეზოგა, თავი შეაკლეს და მოიგეს! შედარებისთვის, უკრაინამ ზუსტად ის იმ გუნდებთან მოიგო, რომელთა დამარცხება ჯგუფიდან გაიყვანდა!
მეტსაც გეტყვით, გუნდს ჯგუფიდან გასასვლელად, ისრაელისთვის არ უნდა მოეგო, უნდა სათადარიგოებით ეთამაშა და ძალა იტალიისთვის შეენახა, რომელთანაც მოგება,ისრაელთან მარცხის მიუხედავად, ჯგუფიდან მაინც გაიყვანდა! ჩვენ კი რა ვქენით, თავი შევაკალით ისრაელს, ჯგუფში დავტოვეთ, ამით მოტივაცია წავართვით და უკრაინასთან ბუნებრივია ისრაელმა აღარ ითამაშა. და რა გამოვიდა, იტალიასთან დავმარხდით ძალაგამოცლილები და უკრაინამ გადაგვასწრო! ისრაელს რომ ჩვენთან მოეგო, გადამწყვეტი მატჩი ექნებოდა უკრაინასთან, რომელსაც აუცილებლად მოიგებდა და მათ გადაუსწრებდა, ჩვენ კი დასვენებულებს იტალიასთან მოგვიწევდა ჯგუფიდან გასვლაზე თამაში. ვიმეორებ, დასვენებულებს! დავამარცხებდით დიდი ალბათობით და მორჩა!
აი, სწორედ, ამ სატურნირო სტრატეგიის არქონამ დაგვტოვა ჯგუფში!
Gela
08 სექტემბერი 2017 14:55
8
სტრატეგიული შეცდომა სწორია,მაგრამ ეგ უკვე დაგვიანებულია. გერმანიასთან უნდა დაგვესვენებინა ძირითადი და უკრაინასთან აუციელბლად მოგვეგო. ეგ იყო და ეგ. ისრაელთან ძალით წაგება არ გამოვიდოდა და იტალიასთან მოგების არანაირი გარანტია არ არსებობდა. საერთოდაც "ძალით" არავისთან არ უნდა წაგვეგო, უბრალოდ ლიტვასთან ომის მერე, დაღლილ 7-8 კაციან გუნდს 100 პროცენტით უნდა დაესვენა
აზატა
11 სექტემბერი 2017 21:43
0
ისრაელთან დაესვენათო რომ ამბობ, ვთქვათ დავუშვათ ეგ ვერსია, რა გარანტია გვქონდა რომ იტალიას დავამარცხებდით? დასვენებულებს რა ჯერ არ წაუგიათ? სპორტი ისეთი რამეა, ყველას დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათმს!!! ესეც რომ არ იყოს, იტალიაა!!! სასომხეთის ნაკრები ხომ არ არის რომ მოგვეგო? არანაირი გამართლება არ ააქვს ამ ვერსიას!
goga
08 სექტემბერი 2017 15:57
3
ყველა გამოხმაურება
სათადარიგოები რომ არ გვყავს ეს ზუროსის ბრალი არ არის. ზუროსის ბრალი ის არის რომ როცა 7 კალათბურთელის იმედით მიდიხარ ტურნირის სათამაშოდ, ამხანაგურ თამაშებში ენერგიის ბევრი დახარჯვა არ იყო საჭირო ანდა იმ სათადარიგოებს ეთამაშათ უმეტესი დრო რომ კლასი ცოტა მაინს აემაღლებიათ.
ავთანდილი
08 სექტემბერი 2017 14:53
0
ის ძირითადები ფორმას და შეთამაშებას სად აჰკრეფდნენ?მასე უვარჯიშებელმა და უთამაშებელმა ითამაშა ზაზამ ტურნირზე და რა დღეშიც ჩააგდეს კაცი ჩვენმა ვაი გულშემატკივრებმა,ამ ქსელებშიც კარგად ჩანს.ისრაელთან კი რომ წაეგოთ,სად იყო იმის გარანტია,რომ იტალიას მოვუგებდით?ისიც ხომ ტურნირის ერთერთი ფავორიტია.მისი ადვილად დამარცხების ილუზია,სწორედ იმ მოსამზადებელ ეტაპზე კარგი თამაშის შემდეგ გაუჩნდა გულშემატკივარს.ამ რეზერვის პირობებშიც კი ჩვენი ვერ გასვლის მიზეზი იყო ფაჩულიას უვარჯიშებლობა,ცინცაძის ტრავმა ყველაზე უდროო დროს და მსაჯის შეცდომები.ამ უკანასკნელს ნუ დაივიწყებთ.
სოსო
09 სექტემბერი 2017 11:05
0
რო გაიძახით სხვა არავინ გვყავსო გადახედეთ მაინც ინტერნეტი ხო ყველას გაქვთ ვინ შეიძლებოდა წაეყვანა აბა ზუროსს?? ის 7 კაცი რომლითაც მთელი ტურნირი ვთამაშობთ პლიუს მაგას ტრამვიანი სანიკიძე ბურჯანაძე.. ხოლო რაც შეეხებათ ლონდარიძეს და ბერიშვილს მაგათზე უკეთესი საქართველოს ჩემპიონატში (უცხოელებს თუ არ ჩავთვლით) არავინ არ არის.. რაც შეეხება ბოისას და გამყრელიძეს მაგათ წაყვანას ნამდვილად ჯობდა ვინმე 17-18 წლის ბიჭები წაეყვანათ და ისინი მჯადიყვნენ სკამზე რო ადგილზე შეეგრძნოთ ეურობასკეტის ხიბლი.. მთავარი მიზეზი კიდევ ერთხელ ვიმეორებ იყო მოკლე სკამი უბრალოდ შეხედეთ შენგელიას დაცვით თამაშს უბრალოდ დაცვას არ თამაშობდა რატოომ? იმიტომ რო თავიდანვე რო დატვირთული ფოლებით უბრალოდ ვერ შეცვლიდა ვერავინ და მაგის გავარდნას რაც მოყვებოდა კი ვხვდები!!
effe
08 სექტემბერი 2017 14:27
1
ჩემი აზრით მთავარი მიზეზი უნდა იყოს მოხსნები. ძალიან ბევრს გვისხნიდნენ ჩვენს ფარზე და ფაქტიურად ერთ შეტევაში 2 ან ხშირად 3 სროლაც გამოსდიოდათ რაც რა თქმა უნდა დიდი უპირატესობაა რაგდან შეტევაში რამოდენიმე ცდის შესაძლებლობა როცა გაქვს ერთ გამოიყენებს კაცი და ქულებსიც აისახება. წარმოდგენილ ანალიზში საუბარია ინდივიდუალურ მოხსნებზე რაშიც კარგი შედეგები გვაქვს მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის რომ ჩვენს კალათბურთელებს სხვა კალათბურთელებისაგან განსხვავებით მეტი სათამაშო დრო აქვთ დაფიქსირებული და ამის გამო ინდივიდუალური მოხსნები აქ არ გამოგვადგება თუ შეიძლება წარმოადგინეთ ჯამური გუნდური მოხსნების რაოდენობა მატჩში.
ათანდილი
08 სექტემბერი 2017 13:32
1
ერთადერთი გუნდი ვართ ვინც 7 ქულით ჯგუფში ჩარჩა. ბევრი კომენტარია მიზეზებზე რომლებიც 90% ზუსტია ჩემი აზრით. მაინც სამწვრთნელი შტაბის შეცდომები მგონია ჩარჩენის მიზეზი - ამ კალათბურთელებით (შეცდომებით და არასტამილურობით) და მოკლე სკამითაც (ასეთი გამოუსადეგარი სკამიც მათი შერჩეულია) აუცილებლად უნდა გავსულიყავით, მაგრამ არასწორმა ეიფორიამ და ტაქტიკურად გაუმართავმა თამაშმა მოგვცა ეს შედეგი. ტრამვირებული ცინცაძე რატომ გამოიყვანა დიქსონის ნაცვალ მე-2 მეოთხედის შუაში როცა იტალიას 13:0 გაქცევა გავუკეთეთ და გარდატეხა უნდა შეგვეტანა - 5 წუთში 2 ქულაზე მეტი ვერ ჩავაგდეთ და გარდატეხაც ვერ შევიტანეთ. რატომ დაუხაზა ბოლოს 3-იანის სროლა დიქსონს, როცა ოვერტაიმში გადაყვანაზე შეგვეძლო გვეთამაშა - რისკმა ისრაელთან გაამართლა აქ ვეღარ. მოკლედ უფრო გამართლებაზე და ბიჭების "ჯიგარზე" იყო თამაში და არა აკადემიურად დაგეგმილი ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად. და საერთოდ რა იყო ნაკრების პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი მაინტერესებ?
???
08 სექტემბერი 2017 12:07
6
უი ჯგუფიდან ვერ გავედით?
აბა ლიტვასთან გამარჯვების შემდეგ ჩემპიონები ვხდებით-ოოო....
საწყენია, საწყენი...
პესიმისტი...
08 სექტემბერი 2017 11:59
16
ლიტვიდან მომწერეს: მადლობა ქართველებს, რომ დროზე გაგვაღვიძეთო,

მის მერე 4 თამაში მოიგეს ზედიზედ და ჯგუფის ლიდერები გახდნენო.
ხოლო ქართველობს გვირჩიეს, ზომიერად დალიეთო ჭაჭა, ზედმეტი მოგივიდათო მაგ გამარჯვების აღნიშვნის დროს და მომავალში, წარმატებები გვისურვეს.
GG.
08 სექტემბერი 2017 14:25
1
პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო კაპიტანს და მთლიანად გუნს ყველფერს თავი რომ დავანებოთ ამ ბიჭების დამსახურებაა დღეს რომ პრეტენზია გვაქვს მაღალ სედეგზე ევრობასკეტზე და ამის არ დანახვა არ შეიძლება
ეხლა დანარჩენზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა თუ მოკლე სკამი გვაქვს ეს აისახება უფრო თამასის მეორე ნახევარში ჩვენს სინამდვილეში გუნდი პირველ ნახევარს უფრო ცუდად ატარაებდა. რა უნდა ბოისას გუდში მასე სკამზე სანიკიზეც იჯდა და ასევე სხვა გამოუყენებელ მოთამასეებს. თუ ტრამვა ქონდა ზაზას (ეს კარგად გამოჩნდა უკრაინასთან თავზე გვატენიდნენ ბურთს) და რათქმაუნდა ქონდა რატომ მეტად არ დაიტვირთა შერმადინი. იტალიასთან სად იყო მწვრთნელი როცა სანაძემ უამრავი ბურთი გააფუჭა რატომ არ დასვეს სკამზე. რა უბედურება იყო ყველა თამაშში ტექნიკური ფოლი
vako
08 სექტემბერი 2017 10:33
3
ტექნიკური + არასპორტული იტალიასთან, ვიღაც იძახდა მეტი პროფესიონალიზმი და ტექნიკურ დეტალებს მეტი ყურადღებაო :((
ირაკლი
08 სექტემბერი 2017 12:01
3
რაც იყო, ის უკვე წარსულია, ახალს მიხედონ და მომავალში უკეთესი იქნება, ისე უკრაინის ვალი გვქონდა და გავისტუმრეთ, ვინმემ თუ იცით როგორ ითვლება ეფექტურობის კოეფიციენტი
ზვიადი
08 სექტემბერი 2017 10:14
2
კარგი ანალიზია, მაგრამ ჯგუფში ჩარჩენის მიზეზებზე რომ ვსაუბრობთ, ორი დეტალიც უმთავრესებში გადის.
I. ცინცაძეს ლიტვასთან და ისრაელთან ჰქონდა შესაბამისად -14 და -10 (მის სათამაშო დროში გუნდის ჩამორცენის მაჩვენებელი), ანუ ტრავმები რომ არ მიეღო (ისრაელთანაც იღრძო ფეხი და ვერ ჩაამთავრა), იმ ორ მატჩსაც ვაგებდით. ზოგადად დაკარგვები გამთამაშებლებს ყოველთვის სხვაზე მეტი აქვთ, მაგრამ კლასიანები ამას დანარჩენ დროში ეფექტური თამაშით ანაზღაურებენ, ანუ ეს დაკარგვები საბოლოო ჯამში გუნდისთვის ერთობ მომგებიანი სითამამისა და კრეატიულობის, მეტოქის სუსტი მხარეების დაზვერვის შედეგია და არა გაუაზრებელი ურა-მიწოლისა. ასეთი გამთამაშებლით ევრობასკეტზე არაფერი გვესაქმება. ყველაზე უარესი ის იყო, რომ თუ ტრავმა არ ჰქონდა, ის ერთგვარად ჩრდილში აქცევდა, უბურთოდ ტოვებდა დიქსონს, რომელსაც რეალურად ხელეწიფებოდა ჩვენი გუნდის ამ ნაპრალის ამოვსება.
ამ მოსაზრებით ცინცაძეს კი არ შეურაცხვყოფ. ის საქართველოს #1 გამთამაშებელია და #2 გამყრელიძეზე 2 თავით მაღლა დგას. მაგრამ საქართველოში პირველობა არ კმარა ევრობასკეტის ფინალური სტადიის მოთხოვნათა დაკმაყოფილებისთვის. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე მწვრთნელის დიდი შეცდომა მგონია, რომ ცინცაძესთან შედარებით ბევრად ეფექტური დიქსონისგან ნაკრები ხელშესახებ სარგებელს მხოლოდ ცინცაძის ტრავმის შემთხვევაში იღებდა.
II. იტალიის-გერმანიის მატჩამდეც ამაოდ ვუმტკიცებდი გულშემატკივრებს, რომ იტალია, რომლისთვისაც გერმანია მუდამ უხერხული მეტოქე იყო, ამ თამაშს დათმობდა და ამიტომ ჩვენ აქცენტი არა ჯერაც მებრძოლი ისრაელის, არამედ ბოლო ტურში იტალიის დამარცხებაზე უნდა გაგვეკეთებინა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ იტალიის ნაკრები და ყველა ჭკუით გამორჩეული გუნდი ჩვენს შემთხვევაში ასე მოიქცეოდა. საოცარი ის არის, რომ გეგმა გერმანიის გამარჯვების შემდეგაც არ შეცვლილა. სამწვრთნელო შტაბს უნდა განესაზღვრა, რომ 7 კაცით 2 დღეში ზედიზედ 2 მებრძოლი გუნდის დამარცხებას ვერ შეძლებდნენ. დარწმუნებული ვარ, მოტივირებულ ისრაელთან უკრაინა ვერაფერს გააწყობდა და ბოლო ტურში გამარჯვების შემთხვევაში იტალიას ჯგუფში ჩავტოვებდით. ესეც მეორე დიდი შეცდომა მწვრთნელისა.
ამიტომ ჩემი საბოლოო აზრია, რომ ამ ფორმაციის ნაკრებს მაინც ვერ ეღირსა მწვრთნელი, რომელიც მათ პოტენციალს 80%-ით მაინც გაუკეთებდა რეალიზებას.
ახლა ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ. ფედერაციამ ხელი უნდა შეუწყოს კარგი გამთამაშებლის აღზრდას ან თუნდაც ნატურალიზაციაზე იზრუნოს. ცენტრებში პრობლემა კარგა ხანს არ გვექნება, რადგან ბითაძემ დამარწმუნა, რომ უდიდესი პოტენცია აქვს. მწვრთნელის საკითხი უაღრესად მაღალპროფესიულად უნდა გადაწყდეს (ზუროსის ნაშრომიც სახეზეა ეპიზოდებში ძალიან მაგარი, მაგრამ საბოლოოდ მაინც არასტაბილური დაცვის სახით) და ჩვენ შეგვიძლია მომავალ ევრობასკეტზე უკეთესი შედეგის იმედი გვქონდეს ზაზას გარეშეც, თუმცა პირადად ჩემი აზრია, რომ თუნდაც დასკვნით ეტაპზე მისი გუნდში ყოფნა არა თუ 2019, 2021 წელსაც კი მხოლოდ სარგებელს მოგვიტანდა.
cotne
08 სექტემბერი 2017 09:59
4
1. ე.ი. ისრაელთან წაგება უნდა დაეგეგმა? 2. უკრაინას ყავდა საოცრად კარგი ნაკრები. არ ვიცი ყველა რატომ თვლით აუტსაიდერად? ყოველ შემთხვევაში ამ ჯგუფში უკრაინა არცერთზე ნაკლები არ იყო!
aburjga
09 სექტემბერი 2017 14:57
0
გეთანხმები, ზუროსმა კიდევ რაღაცეები მიამატა ჩვენს ნაკრებს, მაგრამ რაღაცეებიც ვერ გათვალა. ფაჩულია კი დროზე წავიდა.. როგორც მესის ჩამოყვანა ვერ უშველის ჩვენს ნაკრაბს... ფაჩულიას ვიწრო ფუნქცია აკისრია ნბა-ში, კედლის , ბლოკის დაყენება 3 წ-ანში და მის გარეთ ეგ არის და ეგ. არ ვაკნინება, პირიქით კარგადაც აკეთებს, თანაც იაფი უჯდებათ, ჩვენს ნაკრებს კი სხვა ტიპის-აქტიური ცნტრი უნდა ახტომა და დაფარება რომ შეძლოს, შერმადინს მომატებული აქვს, ვფიქრობ მეტო დრო უნდა მიცემოდა. ზუროსმა ვერ გათვალა ვექტორები.. ისრაელი, უკრაინა, იტალია. ლიტვასთან გაგიჟება არ იყო საჭირო. ბიჭებმა იბრძოლეს... მადლობთ. მაგრამ ისევ ბავშვური შეცდომების გამოსწორებას ანდომებდნენ ენერგიას. მომავალზე იფიქრონ _-გერმანია ავსტრია იქნებ თითო თითო მაინც მოვუგოთ
გუსანი
08 სექტემბერი 2017 12:26
3

სიახლეები პოპულარული