eurohoops.net: ექიმებმა ზაზა ფაჩულიას ევრობასკეტზე თამაშის ნება დართეს

AutoSharing Option
eurohoops.net წერს, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერმა ზაზა ფაჩულიამ გუშინ სრულფასოვნად ივარჯიშა და იმის მიუხედავად, რომ "აკროპოლისის თასი" გამოტოვა, იგი ევრობასკეტს სრულ მზადყოფნაში შეხვდება. მან ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და ექიმებმა ისრაელში თამაშის ნებაც დართეს.

"ვეტერანი ცენტრის გარეშეც საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ წლევანდელი ჩემპიონატისთვის სერიოზული მიზნები აქვს. ფაჩულია მზად არის ითამაშოს დიდი ალბათობით, უკანასკნელი ტურნირი ეროვნული ნაკრების მაისურით", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულიამ კოჭის ტრავმა თბილისში ვარჯიშზე მიიღო და მისი თამაში ევროპის ჩემპიონატზე სათუო იყო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი ბიჭები გვაყვს, წარმატებები, გამარჯვებები და დიდი სიხარული!!!
ორთაჭლელი
11:34 29-08-2017
0
მოკლეთ მაგარი ევროპის ჩემპიონატი გველის და რა კარგია, რომ ჩვენი გუნდი მარტო მონაწილეობის მიღებით არ კმაყოფილდება.
guri
19:51 28-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული