ballineurope.com: საქართველოს ნაკრებს ჰყავს ბიჭები "მამბას მენტალიტეტით"

AutoSharing Option
31 აგვისტოს ევრობასკეტი 2017 იწყება. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელში თამაშობს გერმანიის, ისრაელის, ლიტვის, იტალიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად. ballineurope.com გვთავაზობს ევრობასკეტის ვრცელ წინათქმას, სადაც თავიანთი ადგილი დათმობილი აქვთ ქართველ კალათბურთელებსაც:

"თელ-ავივში რამდენიმე ასპექტია, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ - კალათბურთელები საქართველოს ნაკრებში. თავი დავანებოთ ზაზა ფაჩულიას, გუნდშია ორი ფანტასტიკური ტალანტი, რომლებიც ძალიან თვითდაჯერებულები არიან - გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია.

ბიჭები ნამდვილი მამბას მენტალიტეტით, ისინი ძალზე ამბიციურები არიან და ბევრს ელიან ჩემპიონატისგან".

"მამბას მენტალიტეტი" კარგად აქვს გაშიფრული კობი ბრაიანტს, რომელსაც "შავ
მამბას" უწოდებენ - "მამბას მენტალიტეტია, როცა ყოველთვის პასუხის ძიებაში ხარ, ბოლომდე იბრძვი, ყოველთვის მეტის მიღწევა გსურს და არასოდეს ნებდები".
მკითხველის კომენტარები / 1 /
Warmatebebi buchebo, Rodis daiqkeba erti Suli man samianebi bevri aba tqven icit sanikidzec Rom ikos Kargi iqneboda
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული