ზაზა ფაჩულია: ვერ ვიტყვი, რომ 100 პროცენტით მზად ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ საბერძნეთში გუნდის ვარჯიშის შემდეგ კომენტარი საკუთარ მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთა.

"პროგრესი ნამდვილად არის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ 100 პროცენტით მზად ვარ. რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ გრძელვადიანია ჩემი ტრავმის შემთხვევაში, მაგრამ არის ვარიანტები, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ. ბოლო ორი ვარჯიშია, გუნდთან ერთად ვივარჯიშე შეძლებისდაგვარად. სწორ გზაზე ვართ, წინ მივდივართ იმ იმედით, რომ 31-ში ვიქნები საუკეთესო ფორმაში", - აღნიშნა ფაჩულიამ.

- ეროვნული ნაკრები ათენში ვარჯიშს ზაზა ფაჩულიასთან ერთად განაგრძობს

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული