კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრები ფიბას რეიტინგის ტოპ-ათეულშია!

AutoSharing Option
ფიბას საიტი კარსმომდგარ ევრობასკეტთან დაკავშირებით პერიოდულად აქვეყნებს მიმდინარე რეიტინგს (power rankings), რომელშიც საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს. ჩვენი ნაკრები ჯერ მე-14 ადგილზე იყო, შემდეგ - მეთერთმეტეზე, ბოლო რეიტინგში კი - მეცხრეა.

პირველ ადგილზეა ესპანეთი, მეორეზე - საბერძნეთი, რომელმაც სერბეთს გადაასწრო, მეოთხეზე - ხორვატია, მეხუთეზე - ლიტვა...

ყოველ გუნდს თავისი განმარტება ახლავს. საინტერესო რამ წერია საქართველოს შესახებ:

"ქართველები შეკრების დაწყების დღიდან რეიტინგში წინ მიიწევენ. მათ ამხანაგურად დაამარცხეს ლატვია, ლიტვა და გვაფიქრებინებენ, რომ თავისუფლად შეუძლიათ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გასვლა.

საქართველოს საკალათბურთო ფილოსოფია მარტივია.
მას თოკო შენგელია და მაიკლ დიქსონი ასე ხსნიან: "ჩვენ ვიგებთ, ისინი აგებენ".

რომელი იყო ევრობასკეტზე საქართველოს საუკეთესო შედეგი? 2011 წელს მე-11 ადგილი? 2015-ში მერვედფინალი? ევრობასკეტი 2017-ზე?"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ