საქართველოს ნაკრები ფიბას რეიტინგის ტოპ-ათეულშია!

AutoSharing Option
ფიბას საიტი კარსმომდგარ ევრობასკეტთან დაკავშირებით პერიოდულად აქვეყნებს მიმდინარე რეიტინგს (power rankings), რომელშიც საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს. ჩვენი ნაკრები ჯერ მე-14 ადგილზე იყო, შემდეგ - მეთერთმეტეზე, ბოლო რეიტინგში კი - მეცხრეა.

პირველ ადგილზეა ესპანეთი, მეორეზე - საბერძნეთი, რომელმაც სერბეთს გადაასწრო, მეოთხეზე - ხორვატია, მეხუთეზე - ლიტვა...

ყოველ გუნდს თავისი განმარტება ახლავს. საინტერესო რამ წერია საქართველოს შესახებ:

"ქართველები შეკრების დაწყების დღიდან რეიტინგში წინ მიიწევენ. მათ ამხანაგურად დაამარცხეს ლატვია, ლიტვა და გვაფიქრებინებენ, რომ თავისუფლად შეუძლიათ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გასვლა.

საქართველოს საკალათბურთო ფილოსოფია მარტივია. მას თოკო შენგელია და მაიკლ დიქსონი ასე ხსნიან: "ჩვენ ვიგებთ, ისინი აგებენ".

რომელი იყო ევრობასკეტზე საქართველოს საუკეთესო შედეგი? 2011 წელს მე-11 ადგილი? 2015-ში მერვედფინალი? ევრობასკეტი 2017-ზე?"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ზუროსი არ უნდა მოექცეს ფაჩულიას კომპლექსის ქვეშ. შერმადინი ამ წუთში ბევრად უკეთესია.საინტერესო იქნება ორი ცენტრით თამაში. ცინცაძე და ელისი უფრო უშლიან ხელს ერთმანეთს, ვიდრე ეხმარებიან.
თემო
15:27 19-08-2017
0
nika-ს შეადარე გამყრელიძე-ცეკვავა / ლეჟავა და ჭოჭუა შეადარე დვალიშვილი-ბურჯანაძე. ბითაძე კაი ბიჭია მაგრამ ადრეა მაგისთვის ნაკრები1-2 წელი დვალიშვილის თამაშები ნახე.შე უნიჭო
dvalishvilinakrebshi
13:39 16-08-2017
0
მართალი ხარ დვალიშვილი კაი ბიჭია და იმსახურებს ნაკრებში თამაშს ისევე როგორც ჩლაიძე, გამყრელიძეს აღარ აჯობებს? შანსის მიცემას იმსახურებს ბერიშვილიც, ან ცქიტიშვილი რატო დაჩაგრეს ასეძაან და ნაადრევად მოკვეთეს ნაკრებს გაუგებარია, ლეჟავას ტოლი ბოისას და გამყრელიძის ადგილი არაა ნაკრებში
კაკო
16 აგვისტო 2017 14:55
0
ევრობასკეტზე ტურისტულ კომპანიებს არ აქვთ ტურები?
0
საქარტველოს ნაკრები ასე მაღლა არასოდეს ყოფილა რეიტინგში. ვინც არ იცის, ავუხსნი: ეს არის მიმდინარე რეიტინგი, ანუ, ყოველი ჩატარებული მატჩის შედეგიდან გამომდინარე. რაც შეეხება ე.წ. ფიბა-ნაიკის რეიტინგს, ის მხოლოდ დიდი ტურნირების შედეგების მიხედვით დგება და წლის განმავლობაში უცვლელია, რადგან მხოლოდ მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონატების, ოლიმპიადის და ამ ტურნირების შესარჩევებს და რამდენიმეწლიან ციკლს ითვალისწინებს. მიმდინარე რეიტინგით კი, საქართველოს ნაკრები ევროპაში მე-9 ადგილს იკავებს.
წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მაქსიმალურად უნდა დაიხარჯონ და რაც მთავარია, ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს, ილიას ზუროსს უნდა ყველაფერი დაუჯერონ. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, გამონახონ შესაძლებლობა და საქომაგოდ გაყვნენ ჯერ ისრაელში, შემდეგ თურქეთში
გიო
23:11 15-08-2017
1
აღდგომა და ხვალეო.ვნახოთ მეც ეგ მინდა.თუმცა მის თამაშს ნაკრებში სკეპტიკურად ვაფასებ.სიმაღლეში და ფიზიკურ მომზადებაში ჯერ ბევრი აკლია ზაზამდე.
1
მამუკელაშვილი უკვე ითამაშებს კოლეჯის გუნდში კონტრაქტი გაფორმდა
babsi
16:57 15-08-2017
0
ტყუილია ფიბას საიტზე 21 ზე ვართ ევროპაში და მსოფლიოში 47
8
ამ სომხებმა როდის ისწავლეს ტამასჰი ვინმემ იცის?
irakli
17 აგვისტო 2017 10:52
1
გეწყინა 9-ე ადგილი რეიტინგში, თუ ჩვენ ვერ ვნახავთ 21-ე ადგილზე ვართ თუ 121-ზე.
ზაზა
15 აგვისტო 2017 22:52
2
ყველა გამოხმაურება
მამუკელაშვილი ფაჩულიას ვერასოდეს ჩაანაცვლებს,რადგან სხვა ამპლუის მოთამაშეა.აგრეთვე ის არ თანხმდება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშს(დაბადებულია1999წელს) და მისი შესაძლებლობები ისე განსხვავდება ზაზასაგან როგორც ცა და დედამიწა.ღმერთმა ქნას ვცდებოდე ბატონო ჯ ი ქ ი ა !ისე ქართულ კალათბურთში მასზე ძლიერი და პერსპექტიული ბიჭებიც არიან.
1
ათეული წლებია კალათბურთის სამყაროსთან ახლოს ვტრიალებ, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა საქართველოს ნაკრების დღევანდელი წევრები თამაშის სწავლას იწყებდნენ. მამუკელაშვილის თამაში არ მინახავს სამწუხაროდ, მაგრამ ბევრი ჩემთვის საპატივცემულო სპეციალისტისგან მსმენია რომ ძალიან პერსპექტიული და დიდი მომავლის ბიჭია. თუ რამე პრობლემაა მისი საქართველოში თამაშთან დაკავშირებით, თემა სასწრაფოდ გადასაწყვეტია. უნდა ჩაერთოს საქმეში კალათბურთის ფედერაცია და პირადად მიშა გაბრიჩიძე, აწარმოოს მოლაპარაკებები მამამისთან და ბავშვთან. რამდენიმე წლის შემდეგ ამ ბავშვმა სხვა ქვეყნის ნაკრების სახელით ბურთი რომ დაგვახიოს თავზე, ვინმე გაპატიებთ? თუ ხალხის დახმარებაა საჭირო ამ ბიჭის გადმოსაბირებლად, ჩავერთოთ ყველა ერთად. მამუკელაშვილის და ზაზას შედარება კიდევ რა შუაშია ვერ გავიგე?? ზაზა ხვალ ზეგ თამაშს თავს დაანებებს. მან უკვე თქვა თავის სიტყვა მსოფლიო სპორტში და მსოფლიო ჩემპიონის ბეჭედი დაიმსახურა თავისი შრომითა და მიზანსწრაფულობით. ზაზა ლეგენდაა. მამუკელაშვილი კი მომავალი, ღმერთმა ქნას მომავალი ლეგენდა. ასე რომ მიხედეთ მაგ ბიჭს, რომ საქართველოს არ უღალატოს. პატარაა ჯერ ასაკით და შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას
სტუმარი
16 აგვისტო 2017 15:36
0
მამუკელაშვილის შესაძლებლობები განსხვავდება ფაჩულიასგან როგორც ცა და დედამიწა? ნამდვილად მართალს ბრძანებთ. ორივე ლამის ერთი სიმაღლის კალათბურთელია, წონაშიც ნაკლებია მამუკელაშვილი ჯერ ჯერობით. რაც შეეხება ფარქვეშ ბრძოლას როგორც მეტოქის ასევე საკუთარი ფარის ქვეშ ამ კუთხით უკვე ჯობია მამუკელაშვილი ზაზას. ორ ქულიანებს ზაზაზე ძალიან ბევრად უკეთ ისრვის სანდრო. აღარაფერს ვამბობ ამ სიმაღლის კაცი სამ ქულიანებს რა სიზუსდით ისრვის რაც იშვიათობაა ყველას მოგეხსენებათ. საჯარიმობშიც სტაბილურია. პასებიც არ დაეწუნება. ასევე არის ძალიან სწრაფი ზაზასგან განსხვავებით და ელასტიური მოქნილი სხეულის მქონე კალათბურთელი სანდრო. ახლა გეკითხებით რაღა დარჩა? რაშიც უნდა აჯობოს? პირველი ბლოკების დაყენაბა? ამას ეძახი კალათბურთს? და მეორე ჭკუას არ დავწერ რადგან არანკლებ გონებახსნილი ბიჭია სანდრო . იღბალი აი ჯერ ჯერობით რაში ვერ სჯობნის ზაზას. იმედია მალე გაუმართლებს . რაც შეეხება უარის თქმას ახალგაზრდულ ნაკრებში. ამის მიზეზი ერთადერთია ის სწავლობს ისეთ კოლეჯში სადაც უბრალოდ შეუძლებელია ასე მაიტოვოს და შეკრებებზე იაროს. თუ მიატოვებს სწავლას ნიშნავს რომ კარიერის განვითარებასაც ეჭვ ქვეშ დააყენებს რადგან ამერიკაში განსხვავებული წესბი აქვთ ალბათ მოგეხსებათ თქვენც. ასე რომ მალე ვიხილავთ ნაკრებში და ჩემს სიტყვებშიც დარწმუნდებით . არა მარტო მე. NBA ცნობილი ექსპერტებიც ერთ ერთ ნიჭიერ კალათბურთელად მიიჩნევენ.
888-s
15 აგვისტო 2017 17:17
3
ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა. ჩემი აზრით რამდენიმე წელში კიდევ უფრო წინ წავიწევთ. ფაჩულიასთვის ვფიქრობ ეს ბოლო ჩემპიონატი იქნება და წავა კიდეც აქტიური სპორტიდან ასაკშია უკვე. ფაჩულიას კი ნამდვილად კარგად შეცვლის ამერიკაში მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი ძალიან მომწონს ეს ახალგაზრდა კალათბურთელი ყველაფერი აქვს არსენალში არ მიწყინოს ფაჩულიამ ნამდვილად აქვს პოტენციალი რომ უფრო ორმაგად ძლიერ კალათბურთელად ჩამოყალიბდეს. თუ რომელიმე ნბიეის გუნდმა აიყვანა სანდრო წელსვე ძალიან კარგი იქნება. იქ ბითაძე განვითარდება უკეთ სანიკიძე ბურჯანაძე მოიშუშებენ ტრავმებს და აი შემდეგ ჩემპიონატზე მართლაც ერთ ერთი უძლიერესი ნაკრები გვეყოლება
ჯიქია
15:58 15-08-2017
1
დვალიშვილი შეცვლიდა ბურჟანაძეს,სანიკიძესაც, ვერავინ ხედავს ამ ბიჭს იმიტომ რომ არაა ფაჩულიას ნათესავი და "ფედერაციის" ბიძაშვილი
dvalishvilinakrebshi
15:38 15-08-2017
8
romelia zazas bidzashvili? Bogmis guda nu xar. mshvenieri nakrebi gvyvavs.
nika
15 აგვისტო 2017 16:15
1
ბუკმეკერები მარტო უკრაინაზე წინ გვაყენებენ ჯგუფში. გერმანიის ჯგუფის მოგებას 8 აქვს. ჩვენ 20
andro
14:41 15-08-2017
0
ეეჰ სანიკიძე და ბურჯანაძე რო არ დაგვკლებოდა მართლაც ძალიან მაგარი გუნდი ვიქნებოდით
0
მიხარია, რომ ჩვენი ნაკრები წინ მიიწევს, მაგრამ ძველი ნაკლს ვერ დააღწიეს თავი, თუმცა ამას ყველაზე უკეთ მწვრთნელები და თავად კალათბურთელები ამჩნევენ და იმედია გამოასწორებენ. ვუსურვებ ჩვენს კალათბურთელებს დიდ წარმატებებს!!!
ezra
13:23 15-08-2017
0
გენაცვალეთ ჯიგარში, მაგარი ბიჭები ხართ, ათეული!!!!!!!! გვეამაყებით, ევროზე წარმატებები და ჩვენი გვერდზე დგომა!!!! მაგრები ხართ მაგრები
ragbirugbi
12:40 15-08-2017
3
ვი(ნმე)ს აჯიბრებ/ეჯიბრები?!:))))))
saxeli ver shearchie!
15 აგვისტო 2017 14:12
0
სიახლეები პოპულარული