საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთს პირველი ტაიმი მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისის მერიის თასზე პირველ შეხვედრას ჩეხეთის ნაკრებთან მართავს. თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ ილიას ზუროსის გუნდი მეტოქეს ამარცხებს - 45:38.

საწყის ათწუთეულში თანაბარი ბრძოლა იყო და ფრედ 20:20 დასრულდა, მეორე მეოთხედში კი ჩვენი უპირატესობა გამოიკვეთა - 25:18.

პირველ ტაიმში ყველაზე მეტი - 16 ქულა თორნიკე შენგელიამ მიითვალა, რომლის ანგარიშზე 5 მოხსნა და 2 პასიცაა. 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა ზაზა ფაჩულიამ, 7 ქულა და 5 მოხსნა - გიორგი შერმადინმა, 6
ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი - გიორგი ცინცაძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული