ზაზა ფაჩულია: ჩეხეთთან თამაშს მზადების ერთ-ერთ ეტაპად განვიხილავ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა სპორტის სასხლეში გამართული ღია ვარჯიშის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ზაზა ფაჩულიამ აწმყოზეც თქვა და მომავალ ევრობასკეტზეც:

- მწვრთნელიც იგივეა, სისტემაც, თუმცა როდესაც გუნდს დაგვიანებით უერთდები, შესაგუებლად დრო მაინც გჭირდება. ნაკრებში მომზადებული ჩამოვედი და არც ვარჯიშებისას ვაკლებ.

ჩეხეთთან თამაშს მზადების ერთ-ერთ ეტაპად განვიხილავ. ისეთი ახალგაზრდა არ ვარ, რომ მეტოქეს პირველივე წუთებიდან შევასკდე, თავი გავიგიჟო. ნელ-ნელა შევდივარ ფორმაში. მთავარია, სასურველ კონდიციებს ევროპის ჩემპიონატისას მივაღწიო. 

- საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში: ქართველთა მზადყოფნა, ჩეხების გასაჭირი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული