კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში: ქართველთა მზადყოფნა, ჩეხების გასაჭირი [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
11 აგვისტოს, 18:00 საათზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სპორტის სასახლეში ჩეხებს უმასპინძლებს.

მატჩის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ჟურნალისტებისთვის კარი გააღო. გუნდის მზადყოფნის შესახებ მწვრთნელ-მოთამაშეების კომენტარებიდან შეგექმნებათ ნათელი წარმოდგენა.

- მზადება ივნისის შუაში სლოვენიაში დავიწყეთ. თავიდან ფიზმომზადებაზე ვმუშაობდით. სლოვენიიდან წამოსვლის შემდეგ ჩავატარეთ სამი საკონტროლო მატჩი, ჯერ ავსტრიასთან, შემდეგ ლატვიასთან და ლიტვასთან. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ჩემპიონატამდე შეცდომების გამოსასწორებლად დრო კიდევ არის, გუნდის მდგომარეობით კმაყოფილი ვარ.

ამჟამად ტაქტიკასა და შეთამაშებაზე ვართ კონცენტრირებულები, ვცდილობთ კიდევ უფრო დავხვეწოთ გუნდური დაცვა. ამ
საქმეში ძალიან დაგვეხმარება ჩეხეთთან გასამართი მატჩები, ხოლო ევრობასკეტის წინ გენერალურ რეპეტიციას საბერძნეთის ტურნირზე გავივლით, - თქვა ილიას ზუროსმა, ბექა ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოკლედ ილაპარაკა. აღნიშნა, რომ ბექა გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს და ელის ექიმების სიტყვას.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

იხილეთ ვარჯიშის ვიდეო
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების ვარჯიში რომ დასრულდა, მოედანზე ჩეხები შემოვიდნენ. მათმა მთავარმა მწვრთნელმა რონენ გინსბურგმა წვრთნის დაწყების წინ ჩვენთვის რამდენიმე წუთით მოიცალა. დაიჩივლა:

- საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია. ჩვენთვის დიდი გამოწვევაა ასეთ ნაკრებთან თამაში. ევროპის ჩემპიონატის წინ ძალიან წაგვადგება. მზადების განვლილი პერიოდით უკმაყოფილო ვარ. ბევრი კალათბურთელი გამოგვაკლდა. წინა ევრობასკეტის მონაწილე ხუთეულიდან მხოლოდ ერთი კაცი შეგვრჩა. არ გვეყოლება ვესელი, პუმპრლა, ბენდა, ბალვინი... ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მთავარი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იქნება. გუნდის 80 პროცენტს ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება არა აქვს.
ასევე დაგაინტერესებთ