საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მატჩებზე დასწრება მერიის თასზე უფასო იქნება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მატჩებზე დასწრება მერიის თასზე, რომელიც სპორტის სასახლეში (კოსტავას ქ. 75) გაიმართება, უფასო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის "ფეისბუქგვერდი" ავრცელებს.

საქართველოს დედაქალაქს ჩეხეთის ეროვნული გუნდი ეწვევა, რომელიც თბილისის მერიის თასის ფარგლებში ორჯერ დაუპირისპირდება ჩვენს ნაკრებს. ტურნირის გამარჯვებული გუნდი მოგებებისა და ბურთების უკეთესი შეფარდების მიხედვით გამოვლინდება.

გარდა ამისა, საქართვველოში ჩამოვა ევრობასკეტის საჩემპიონო თასი, რომელიც 13 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში, ჩეხეთი-საქართველოს მატჩზე იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს ნაკრების მატჩები 11 და 13 აგვისტოს გაიმართება. თბილისის მერიის თასის ორივე მატჩი 18:00
საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანუ, ტრიბუნებზე უნდა ველოდოთ სრულ ქაოსს და უწესრიგობას....
zura
12:52 08-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული