ზაზა ფაჩულია: ევრობასკეტზე მიზანი 1/4-ფინალი და მედლები უნდა იყოს

AutoSharing Option
"ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ მეოთხედფინალსა და მედლების მოპოვებაზეც კი", - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და NBA-ს ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

- ამ დღეს დიდი ხანი ველოდი - ზაზა ფაჩულია NBA-ს თასით საქართველოში ჩამოვიდა [VIDEO]

ზაზა ფაჩულიამ ნაკრების მომავალ გეგმებსა და ევროპის ჩემპიონატზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ვარჯიშს ნაკრებთან ერთად უახლოეს მომავალში შეუდგება, მას შემდეგ, რაც ნაკრები ლიტვიდან დაბრუნდება.

ამასთან, ზაზა ფაჩულიამ გულშემატკივრები ხვალ სპორტის სასახლეში მიიწვია, სადაც NBA-ს თასის ოფიციალური წარდგენა გაიმართება.

საქართველოს კალათბურთის
ნაკრების წევრმა საკუთარ საკლუბო კარიერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს კვლავ "გოლდენ სტეიტში" ითამაშებს, მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა სხვა გუნდებიდან.

 

მკითხველის კომენტარები / 8 /
დააბრუნეთ ძველი საიტი, ეს რა საზიზღრობაა!!!!!!!
დათ აქს
22:43 06-08-2017
1
საერთოდ აღარ შემოვდივარ ამ უნიჭოდ გაფორმებულ საოტზე.
არადა როგორ მევასებოდა...
fiasko
09:56 07-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული