ლიტვა VS საქართველო - ფინალში მასპინძლების წინააღმდეგ

AutoSharing Option
დღეს, 5 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელიც ევრობასკეტისთვის ემზადება, ლიტვის ქალაქ კლაიპედაში საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელ ლიტვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისის დროით 20:25 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდმა ტურნირის ნახევარფინალში ლატვიას მოუგო (73:69), ლიტველებმა კი პოლონეთი დაამარცხეს (59:58).

- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიას მოუგო და ფინალში გავიდა [VIDEO+PHOTO]

საქართველოს ნაკრები
მოთამაშე პოზიცია სიმაღლე გუნდი
გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 ქუთაისი
მანუჩარ მარკოიშვილი უკანახაზელი 196 უკლუბოდ
დუდა სანაძე უკანახაზელი 196 პრომორსკა (სლოვენია)
მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 აეკ (საბერძნეთი)
ლაშა გამყრელიძე უკანახაზელი 186 ტიტები
ანატოლი ბოისა უკანახაზელი 196 ქუთაისი
ბესო ლეჟავა უკანახაზელი 193 ბათუმი
თორნიკე შენგელია ფორვარდი 207 ბასკონია (ესპანეთი)
ბექა ბურჯანაძე ფორვარდი 203 ანდორა (ესპანეთი)
მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 203 დინამო
ბექა ბექაური ფორვარდი 208 ქუთაისი
გიორგი შერმადინი ცენტრი 216 უნიკახა (ესპანეთი)
გოგა ბითაძე ცენტრი 211 მეგა ბიმაქსი (სერბეთი)
ილია ლონდარიძე ცენტრი 205 დინამო
მწვრთნელი: ილიას ზუროსი
Daabrunet dzveli saitiiii...is jobda
Soso
23:09 05-08-2017
0
გამყრელიძეს და ლეჟავას რა უნდათ ნაკრებში? არცერთი არ ვარგა სანაკრებოდ. არც ბოისა იქნებოდა ალბათ მისი ძმის ფაქტორი რო არა. ცქიტიშვილმა რა დააშავა ასეთი რომ სამუდამოდ ამოძირკვეს?
0
კარგი ნაკრები გვყავს და მაგარი მწვრთნელი(კოკოშკოვზე უკეთესი). მიხარია რომ ზუროსმა დაცვაზე გააკეთა აქცენტი. პერიმეტრის კარგი კონტროლი, მეტი მოძრაობა, ბევრმა კალათბურთელმა არ იცის თავს იცავენ ფეხებით. მეტოქის მოძრაობების განმეორებით. თუ იქნება კარგი დაცვა, წინა ხაზი აუცილებლად გააკეთებს შედეგს.ბრძოლა და კიდევ ბრძოლა, მიდით ბიჭებო, თქვენს უკან საქართველოა.
თემო
20:42 05-08-2017
0
ლონდარიძეს რომ ვუყურებდი, გავიფიქრე ამას რა უნდა ნაკრებში თქო, რითი ვერ ხვდება, რომ გასაყვანია ეს კაცი მეთქი, მართლა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ზუროსი ბოლომდე ენდო და გაუმართლა ნდობა, ამისთვის არსებობს სწორედ ასეთი ტურნირები, საღოლ ზუროსს, საღოლ ლონდრეს
ბმბ
17:58 05-08-2017
0
მე მგონი არაფერი საპანიკო არ ხდება. გუნდი ემზადება, ფორმის პიკი თვის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. მალე ზაზა და ბექა ბურჯანაძე დაემატებათ. კარგია, რომ ბითაძეს ეძლევა შანსი ეროვნულში. მომეწონა ლონდარიძე, ის ალბათ კიდევ მოუმატებს. ასე რომ იმედით უნდა ვიყოთ.
guri
14:03 05-08-2017
0
სიახლეები პოპულარული