საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიას მოუგო და ფინალში გავიდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
4 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტისთვის ემზადება, ლიტვის ქალაქ კლაიპედაში საერთაშორისო ოთხთა ტურნირის პირველი მატჩი ლატვიასთან გამართა, ანგარიშით 73:69 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე ილიას ზუროსის გუნდმა თამაში არცთუ კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი 6-ქულიანი სხვაობით დათმო (33:39), თუმცა მდგომაროება მესამე მეოთხედში გამოასწორა და ანგარიშში დაწინაურებაც შეძლო. განსაკუთრებით დაძაბული შეხვედრის ბოლო წამები გამოვიდა, მაგრამ ქართველმა კალათბურთელებმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც მოახერხეს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო 20 ქულით, 14 ქულა თორნიკე
შენგელიამ
მოაგროვა, 12 - გიორგი ცინცაძემ.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გასამართ მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გაირკვევა, რომელშიც მასპინძელი ლიტვის ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდება. ფინალური და მესამე ადგილისთვის მატჩები კი 5 აგვისტოს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 35 /
სამწუხაროდ, კი არ მოვუგეთ ლატვიას, არამედ ლატვიამ წააგო თავისი უაზრო შეცდომების გამო!!! წარმოდგენა არ მაქვს აგვისტოს ბოლომდე ზუროსმა ამათგან ქვეჯგუფიდან გამსვლელი გუნდი როგორ უნდა შექმნას...თანამედროვე კალათბურთთან მცირედით მიახლოვებულ თამაშის ელემენტები ჯერ-ჯერობით არ გვაქს: სამიანები, სწრაფი კონტრშეტევა და ა.შ. პრობლემატურ მოთამაშეებზე არაფერს დავწერ! ნეტა ვცდებოდე და სამ კვირაში სერიოზული პროგრესი გვქონდეს!
პაატა
20:31 04-08-2017
14
მე ვფიქრობ ზუროსი მართლა კარგი მწვრთნელია, ძალიან ჭკვიანურად ავსებს გუნდს დებიუტანტებით, ის რომ მარტო შედეგზე იყოს ორიენტირებული, სხვანაირად ათამაშებდა გუნდს, ძიების პროცესშია და წამატება მინდა ვუსურვო ჩვენს ბიჭებს,სკეპტიკოსებს და მაქსიმალისტებს ვეტყოდი, რომ ეს მხოლოდ წინასაჩემპიონატო პერიოდია და აქ ტრავმის მიღება საბედისწერო იქნება ჩვენთვის, სწორედ ამაშია პროფესიონალიზმი, როდის მიიყვან გუნდს ფორმის პიკში, მე მჯერა ჩვენი ბიჭების და ზუროსის, ვოტ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული