საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგა პოლონელების დამარცხებით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები წარმატებით ჩაერთო ევროპის ლიგის გათამაშების მე-3 წრეში. ევროტურნირის დასკვნით ეტაპს ლატვიის დედაქალაქი რიგა მასპინძლობს, სადაც ჩვენი გუნდი 5 მატჩს გამართავს.

პირველი მეტოქე გახლდათ პოლონური "როსა პიოტკოვკა". საქართელოს ნაკრებმა მეტოქეს დიდი უპირატესობით - 66:21 სძლია.

ჩვენს ნაკრებში 12-ვე კალათბურთელმა ითამაშა, რომლებსაც მწვრთნელებმა - ალექსი ჯაფარიძემ და დიმიტრიო ჯაკობოვმა დრო მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაუნაწილეს.

10 ქულით ბომბარდირი გახდა ელგუჯა ხვედელიძე, 8-8 ქულა გიორგი მოსიაშვილმა და გიორგი ფურცხვანიძემ დააგროვეს, ხოლო სამმა კალათბურთელმა – ნუგზარ ბოჭორიშვილმა, ლუკა ხუციშვილმა და გიორგი გუგუციძემ 7-7
ქულა მიითვალეს. ლუკა ლიკლიკაძემ კი შეხვედრა 6 ქულა - 3 პასით დაასრულა.

ჩვენი ნაკრები დღეს მეორე მატჩს თბილისის დროით 16:20 საათზე გამართავს. ქართველების მეტოქე იქნება ადგილობრივი გუნდი "იუგლა".

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული