საქართველოს 14-წლამდელთა კალათბურთელთა ნაკრების მოგებ-წაგება ლატვიაში

AutoSharing Option
საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა, 2 დეკემბერს ევროპის ლიგის პირველი წრის მომდევნო 2 მატჩი გამართა. ნოდარ ქორქიქასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა 2004-წლიანთა ნაკრებმა ჯერ მასპინძელ "ვალმეირასთან" 48:72 (სტატისიტკის სანახავად ანგარიშზე დაკლიკეთ) წააგო, შემდეგ კი ლიტვურ "პლუნგეს" 64:54 (სტატისიტკის სანახავად ანგარიშზე დაკლიკეთ) სძლია.

ლატვიის ქალაქ ვალმეირაში მიმდინარე ევროპის ლიგის პირველი წრე, რომლის ფარგლებშიც ტურნირის მონაწილე გუნდებმა 5 მატჩი უნდა გამართონ, ქართველებმა წარმატებით დაიწყეს. 2 მოგების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა, როგორც გითხარით, მოგებ-წაგება მიითვალა და წრის ბოლო შეხვედრას 3 დეკემბერს, ლატვიურ ""სპარსთან" გამართავს.

"ვალმეირასთან" წაგებულ
მატჩში საქართველოს ნაკრებში 10-10 ქულით გიორგი ოჩხიკიძე და ნიკოლოზ გულიაშვილი გამოირჩნენ. ეს მოთამაშეები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე "პლუნგესთან" მოგებულ მომდევნო შეხვედრაშიც. ბათუმელმა ოჩხიკიძემ 19, ხოლო დინამოელმა გულიაშვილმა – 15 ქულა მოაგროვა.

3 მოგებითა და 1 მარცხით საქართველო ლიდერთა შორისაა და პირველ წრეს "სპასთან"მატჩით დაასრულებს. მეორე წრე 25-28 იანვარს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართება.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული