კალათბურთი

კანადამ დონჩიჩის სლოვენია მეოთხედფინალიდან გამოაგდო

AutoSharing Option
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში კანადამ სლოვენია 100:89 დაამარცხა.

31 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შეი გილჯეს-ალეკსანდერი გახდა, რომელმაც 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. არ ჯეი ბარეტმა 24 ქულა ჩააგდო (9 მოხსნა და 1 პასი).

ევროპული გუნდის ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა 26 ქულა ჩააგდო (4 მოხსნა და 5 პასი) და მეხუთე ფოლის გამო მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე დატოვა პარკეტი. მისი თანაგუნდელის, კლემენ პრეპელიჩის ანგარიშზე 22 ქულაა.

კანადა ნახევარფინალში სერბეთს შეხვდება, რომელმაც ლიეტუვას 87:68 მოუგო.