კალათბურთი

გერმანიამ სლოვენიას თამაში შემოუტრიალა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
• კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, K ჯგუფში, ბოლო ტურში გერმანიამ სლოვენია 100:71 დაამარცხა.

ჯგუფში პირველი ადგილი გერმანიამ დაიკავა, მეორე კი სლოვენიამ.

პირველი მეოთხედი სლოვენიამ 14 ქულით მოიგო, თუმცა მეორე პერიოდი გერმანიამ უკეთ ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 4 ქულით დაწინაურებული გავიდა, შემდეგ უპირატესობა 21 ქულამდე გაზარდა, სლავებმა სხვაობის მცირედით შემცირება შეძლეს და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 68:52 დაფიქსირდა. ბოლო პერიოდში გერმანელები დამაჯარებლები იყვნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

24 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გერმანელი
დენის შრიოდერი იყო, რომელმაც 10 პასიც მიითვალა. სლოვენიელმა ლუკა დონჩიჩმა 23 ქულა ჩააგდო.