ამერიკის ნაკრებმა ახალ ზელანდიას 27 ქულით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
Sportall.Ge

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში, C ჯგუფში აშშ-ის ნაკრებმა, რომელიც საუკეთესო შემადგენლობით არაა წარმოდგენილი, ახალი ზელანდია 99:72 დაამარცხა.

თამაშის დაწყებამდე ახალზელანდიელებმა ჰაკა შეასრულეს და დებიუტში 10 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ ამერიკელებმა პირველი მეოთხედი 1 ქულით მოიგეს და საბოლოოდ დამჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

21 ქულით შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ამერიკელი ფორვარდი პაოლო ბანკერო გახდა, მისმა თანაგუნდელმა მცველმა ენტონი ედვარდსმა 14 ქულა ჩააგდო, ხოლო ახალზელანდიელთაგან ყველაზე მეტი, 15 ქულა რიუტენ ტე რანგის ანგარიშზეა.

ამავე ჯგუფში საბერძნეთმა იორდანიას 92:71 მოუგო.
28
აგვისტოს აშშ საბერძნეთს, ახალი ზელანდია კი იორდანიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული