NBA. რეგულარული სეზონი: ანდეტოკუმბოს მორიგი ნაბიჯი სუპერვარსკვლავობისკენ

AutoSharing Option
"მილუოკის" ბერძენი ფორვარდი იანის ადეტოკუმბო NBA-ს ვარსკვლავად უკვე ჩამოყალიბდა.

მას სუპერვარსკვლავობისთვის სჭირდება მატჩები, რომლებსაც პირადად მოიგებს. სწორედ ასეთი გამოდგა "ნიუ იორკი"-"მილუოკის" დაპირისპირება, რომელშიც ვისკონსინელებმა 16-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს.

გადამწყვეტი ტყორცნა, საფინალო სირენასთან ერთად საკუთარ თავზე ადეტოკუმბომ აიღო, ტრიალში, საშუალო დისტანციიდან სტყორცნა და 105:104 "მილუოკის" სასარგებლოდ.

იანისის ანგარიშზე 27 ქულა და 13 მოხსნა დაფიქსირდა.

კლივლენდს დიდი ტრიოდან ერთიღა შერჩა
"კლივლენდს" "ჩიკაგოსთან" მატჩში სამი წამყვანი კალათბურთელიდან ორი აკლდა - კაირი ირვინგი და კევინ ლავი. მათ გარეშე მოთამაშე ლებრონ ჯეიმსმა
31 ქულა კი ჩააგდო, მაგრამ "ხარებთან" მაინც ვერას გახდა - 94:106 დამარცხდა.
"ჩიკაგოს" 14 ქულა შეაწია ჯიმი ბატლერმა.

ბატუმმა 11-მატჩიანი სერია შეწყვიტა
ბოლო დროს "ოკლაჰომას" დაბრიყვებული ჰყავდა "ნიუ ორლეანი", რომელთანაც ზედიზედ 11 მატჩი ჰქონდა მოგებული. ეს წარუმატებელი სერია "ჰორნეტსმა" გუშინ შეწყვიტა, რაშიც დიდი წვლილი ფრანგ ნიკოლა ბატუმს მიუძღვის. მან 28 ქულა ჩააგდო.

ნიუორლეანელებმა თამაში მეოთხე პერიოდში შემოატრიალეს - 9:0 გაიქცნენ და და სირენამდე 1:19 წუთით ადრე 114:105 დაწინაურდნენ, რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

გოლდენ სტეიტი-პორტლენდი 125:117
40:34, 29:37, 30:21, 26:25
გ: კარი (35 + 8 მოხსნა), დურანტი (30), ტომპსონი (14), ფაჩულია (13 + 3 მოხსნა + 3 დაფარება + 1 პასი + 1 ჩაჭრა), გრინი (9 + 7 მოხსნა + 11 პასი), ლივინგსტონი (9), იგუოდალა (6 + 6 პასი)
პ: მაკოლუმი (35 + 9 მოხსნა), კრები (18), პლამლი (16 + 10 მოხსნა), ამინუ (12 + 7 მოხსნა), ჰარკლესი (10 + 7 მოხსნა) ტერნერი (11)

კლიპერსი-მემფისი 115:106
30:29, 23:34, 36:22, 26:21
კ: რივერსი (27 + 7 პასი), რედიკი (19), ჯორდანი (18 + 20 მოხსნა), ფელტონი (11 + 6 პასი), მბა ა მუტე (9)
მ: გასოლი (23 + 6 პასი), კონლი (17 + 7 მოხსნა + 12 პასი), ალენი (13)

საკრამენტო-მაიამი 102:107
25:30, 34:34, 22:23, 21:20
ს: კაზინსი (13), ბარნსი (12 + 7 მოხსნა), კოლისონი (10), ლოუსონი (15 + 6 პასი), აფლალო (15), ტემპლი (15), ტოლივერი (14)
მ: დრაგიჩი (19 + 7 პასი), რიჩარდსონი (9 + 8 მოხსნა), მაკგრაუდერი (3 + 7 მოხსნა), ჯონსონი (23), ჯ. ჯონსონი (14 + 6 პასი), ელინგტონი (13)

შარლოტი-ოკლაჰომა 123:112
27:22, 33:33, 27:33, 36:24
შ: ბატუმი (28), უოკერი (20 + 9 პასი), კიდ-გილკრისტი (14 + 11 მოხსნა), უილიამსი (8 + 8 მოხსნა), კამპინსკი (17)
ო: უესტბრუკი (33 + 15 მოხსნა + 8 პასი), ოლადიპო (18), ადამსი (18 + 12 მოხსნა), კანტერი (22 + 8 მოხსნა)

ორლანდო-ატლანტა 92:111
26:23, 21:29, 18:26, 27:33
ო: პეიტონი (15 + 6 პასი), გორდონი (15 + 10 მოხსნა), იბაკა (9 + 11 მოხსნა), ფურნიე (14), გრინი (10), ვუჩევიჩი (10 + 6 პასი)
ა: შრიოდერი (18 + 7 პასი), ბეიზმორი (17), მილსეპი (16), ჰოვარდი (13 + 12 მოხსნა), ჰარდუეი (12), დილეინი (11)

ნიუ იორკი-მილუოკი 104:105
25:27, 27:25, 35:21, 17:32
ნ: ენტონი (30 + 11 მოხსნა + 7 პასი), როუზი (15), ლი (11), ნოა (8 + 16 მოხსნა), კუზმინსკასი (15)
მ: ადეტოკუმბო (27 + 13 მოხსნა), პარკერი (15), ბროგონი (12 + 8 პასი), მონრო (18 + 9 მოხსნა), ტელეტოვიჩი (13)

კლივლენდი-ჩიკაგო 94:106
23:16, 23:36, 28:31, 20:23
კ: ჯეიმსი (31 + 8 მოხსნა + 7 პასი), მაკრეი (21), ფრაი (15), ტომპსონი (2 + 11 მოხსნა)
ჩ: ბატლერი (20 + 8 პასი), გიბსონი (18 + 7 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (13), უეიდი (10), მაკდერმოტი (17), მიროტიჩი (16)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული