NBA: რეგულარული სეზონი: აუტსაიდერთა დღე

AutoSharing Option
რენდლის საკმარისი სამმაგ
"ლეიკერსის" ფორვარდმა ჯულიუს რენდლმა მიმდინარე სეზონში მეორედ შეასრულა სამმაგი დუბლი. "მემფისთან" მან 19 ქულა, 14 მოხსნა და 11 პასი მიითვალა.

"ლეიკერსმა" კი სეზონის მე-13 გამარჯვება მოიპოვა. სხვათა შორის, ეს გახლდათ მესამე მოგება "მემფისთან" ჩატარებულ ბოლო 18 მატჩში.

რენდლს პერიმეტრიდან დაეხმარა 20-ქულიანი ნიკ იანგი, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო.

"ტორონტო" დასავლელებთან არაფერია
აღოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "ტორონტოს" ძალიან უჭირს დასავლელ ლიდერებთან თამაში. ჯერ "გოლდენ სტეიტთან" დათმო ორი მატჩი უსახელოდ, ამჯერად კი ტეხასში "სან ანტონიოსთან" შერცხვა.

"სპურსმა" სამი პერიოდის შემდეგ
30-ქულიანი უპირატესობა დაიბევა და მეოთხეში მწვრთნელს, გრეგ პოპოვიჩს ლიდერების დასვენების საშუალება მიეცა. მანამდე კი საკმარისად დაიტვირთნენ კავაი ლეონარდი და ლამარკუს ოლდრიჯი. ლეონარდს პირველ ტაიმში 21 ქულა ჰქონდა, საბოლოოდ კი 25-მდე ავიდა, ხოლო ოლდრიჯმა მატჩი 23 ქულით დაასრულა.

ტორონტოელმა დეროზანმა ტრადიციას არ უღალატა, 20 ქულას ასცდა - 26.

"მინესოტამ" ბოლომდე ვერ ამოქაჩა
თვალსასეირო მატჩი გამოვიდა "მინესოტა"-"ფილადელფია". აღმოსავლეთის კონფერენციის აუტსაიდერი ფილადელფიელები მესამე პერიოდში 26 ქულის სხვაობით იგებდნენ, მაგრამ საფინალო სირენამდე 1.6 წამით ადრე მინესოტელმა რიკი რუბიომ სამქულიანით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა - 91:91. როცა ყველა ოვერტაიმს ელოდა, საკალათბურთო იღბალმა "ფილადელფია" არ გასწირა და შარიჩის პასით კოვინგტონმა გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო (0.2 წამით ადრე) - 93:91.

მატჩის ბომბარდირი მინესოტელი ლავინი გახდა (28 ქულა), "ფილადელფიას" კი ემბიიდმა ულიდერა (25).

"ინდიანა" სიჩქარეს კრეფს
"ინდიანა პეისერსმა" მორიგი უხვქულიანი მატჩი ჩაატარა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. "დეტროიტის" ძლევაში ლომის წილი პოლ ჯორჯს მიუძღვის, რომელმაც მატჩი 32 ქულით დაასრულა.

ტომასის კიდევ ერთი რეკორდი
"ბოსტონ სელტიკსის" უკანახაზელი აიზია ტომასი რეკორდს რეკორდზე ამყარებს. "იუტასთან" მატჩში მან კარიერაში ყველაზე მეტი, 15 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რასაც 29 ქულა მიამატა. მისი დამაჯერებელი გარჯა "იუტა ჯაზის" ძლევისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

"ბოსონმა" მეტოქე პერიმეტრიდან დაჯაბნა: 31-დან 17 სამქულიანი ჩაუგდო. ჯო კრაუდერის ანგარიშზე 6-დან 5 სამიანია.

"დალასი" მოთხეში გაიქცა
ჰარისონ ბარნსმა 26 ქულა მოაგროვა და დასავლეთის კონფერენციის აუტსაიდერმა "დალასმა" სეზონის მე-11 გამარჯვება მოიპოვა.

მესამე პერიოდის შემდეგ დალასელები 88:87-ს იგებდნენ, თუმცა ბოლო რაუნდის დასაწყისში 20:9 გაიქცნენ და ბოლო წუთებზე "ვაშინგტონს" თამაშის გადარჩენის უფლება აღარ მისცეს.

ეს იყო ტეხასელთა მეხუთე მოგება ბოლო ცხრა მატჩში.

კაზინსი "დენვერთანაც" მეფეა
"დენვერ ნაგეტსის" ევროპელებმა, დანილო გალინარიმ და ნიკოლა იოკიჩმა ბევრი კი იშრომეს, მაგრამ მათი გარჯა დემარკუს კაზინსმა წყალში "გადაუძახა" - "საკრამენტომ" 120:113 გაიმარჯვა.

კაზინსის ანგარიშზე 31 ქულა დაფიქსირდა, ხოლო გალინარიმა და იოკიჩმა ერთობლივად 42 ჩააგდეს.

"ფინიქსის" მეთერთმეტე
ურთიერთშეხვედრამდე "ფინიქს სანსსა" და "მაიამი ჰიტს" 10-10 მოგება ჰქონდათ. ფლორიდელები საშინაო მატჩში სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას ფიქრობდნენ, მაგრამ გუშინდელი დღე ხომ სტუმრებისა და აუტსაიდერებისა იყო. ჰოდა, "ფინიქსმა" "მაიამის" 99:90 აჯობა.

დევინ ბუკერმა 27-დან 18 ქულა მეორე ტაიმში ჩააგდო და დიდი გავლენაც მოახდინა მატჩის შედეგზე. ხოლო ფლორიდელთა სლოვენიელმა ლიდერმა გორან დრაგიჩმა 24 ქულიდან 22 პირველ ნახევარში მოაგროვა.

"მაიამის" თითქმის ნახევარი გუნდი აკლდა ავადმყოფობისა თუ ტრავმების გამო.

ლეიკერსი-მემფისი 116:102
22:20, 35:28, 34:29, 25:25
ლ: იანგი (20), რენდლი (19 + 14 მოხსნა + 11 პასი), რასელი (18 + 6 პასი), მოზგოვი (14), დენგი (3 + 6 პასი), კლარკსონი (16 + 7 მოხსნა), უილიამსი (14)
მ: გასოლი (22 + 7 პასი), კონლი (21), კარტერი (12), რენდოლფი (11 + 9 მოხსნა), ჰარისონი (10),

ფილადელფია-მინესოტა 93:91
29:16, 28:26, 22:26, 14:23
ფ: ემბიიდი (25 + 8 მოხსნა), ილიასოვა (19), კოვინგტონი (13 + 10 მოხსნა), მაკკონელი (6 + 7 მოხსნა + 8 პასი), შარიჩი (8 + 7 მოხსნა)
მ: ლავინი (28), თაუნსი (23 + 15 მოხსნა), ჯენგი (10 + 9 მოხსნა), მუჰამადი (10)

ბოსტონი-იუტა 115:104
28:29, 26:16, 31:29, 30:30
ბ: ტომასი (29 + 15 პასი), კრაუდერი (21), ჰორფორდი (21), ბრედლი (14), ბრაუნი (10), ოლინიკი (5 + 7 მოხსნა)
ი: ჰეივორდი (23), ფეივორსი (12 + 7 პასი), გოერი (8 + 13 მოხსნა), ჯონსონი (17), დიაო (15)

დეტროიტი-ინდიანა 116:121
28:36, 32:30, 32:26, 24:29
დ: ჯექსონი (20 + 7 მოხსნა + 12 პასი), დრამონდი (20 + 14 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (16), ლუერი (14 + 7 მოხსნა), მორისი (14), ჰარისი (22)
ი: ჯორჯი (32), ტიგი (17 + 8 პასი), ტერნერი (17 + 7 მოხსნა), ელისი (16), სერაფინი (10)

დალასი-ვაშინგტონი 113:105
28:29, 33:38, 26:21, 26:17
დ: ბარნსი (26 + 7 მოხსნა), უილიამსი (21 + 6 პასი), მეტიუზი (12), ნოვიცკი (11 + 9 მოხსნა), ჰარისი (17), კარი (16)
ვ: უოლი (27 + 8 პასი), ბილი (25 + 6 პასი), პორტერი (13), მორისი (13), გორტატი (12 + 16 მოხსნა)

სან ანტონიო-ტორონტო 110:82
29:18, 31:23, 28:17, 22:24
ს: ლეონარდი (25), ოლდრიჯი (23 + 8 მოხსნა + 6 პასი), პარკერი (15 + 8 პასი), გასოლი (5 + 4 დაფარება)
ტ: დეროზანი (26), კეროლი (10), როსი (17), ჯოზეფი (11), პელტლი (4 + 9 მოხსნა)

დენვერი-საკრამენტო 113:120
28:29, 23:31, 37:34, 25:26
დ: გალინარი (24), იოკიჩი (18 + 7 მოხსნა), ჰარისი (15), ჩენდლერი (10), მუდიაი (5 + 6 პასი), ნურკიჩი (16), არტური (12)
ს: კაზინსი (31 + 6 პასი), კოლისონი (26 + 7 პასი), კუფოსი (18), აფლალო (19)

ფინიქსი-მაიამი 99:90
28:29, 28:23, 27:14, 16:24
ფ: ბუკერი (27), კრისი (18), ბლედსოუ (17 + 7 პასი), ჩენდლერი (5 + 20 მოხსნა), ბარბოსა (10), ლენი (9 + 8 მოხსნა)
მ: დრაგიჩი (24 + 9 პასი), რიდი (22 + 18 მოხსნა), რიჩარდსონი (11), ეინგტონი (12)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული