NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეკერსს" აშკარა პროგრესი აქვს

AutoSharing Option
"ოკლაჰომას" წინააღმდეგ გამარჯვება "ლეიკერსისთვის" მერვე გახდა მიმდინარე სეზონში. შარშანდელ სეზონში, ამდენ მოგებას კალიფორნიულმა გუნდმა მხოლოდ 3 იანვარს მიაღწია და ამისთვის 35 მატჩი დასჭირდა.

გარდა ამისა, ეს მოგება ნიშნავს, რომ სეზონის პირველი 15 მატჩის შემდეგ, "ლეიკერსს" მოგება/წაგების დადებითი ბალანსი აქვს, რაც პირველად ხდება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

* * *
რასელ უესტბრუკს ორი მოხსნა დააკლდა სეზონში მეექვსე სამმაგ დუბლამდე. ასე რომ, მან ვერ შეძლო "ლეიკერსის" წინააღმდეგ ზედიზედ მესამე მატჩში სამმაგი დუბლის შესრულება.
მხოლოდ ორი მოთამაშე არსებობს, რომელსაც "ლეიკერსთან" ზედიზედ სამი ტრიპლ-დაბლი
ჰქონდა - ოსკარ რობერტსონი და ქარიმ აბდულ ჯაბარი.

* * *
გუშინ, "ნიუ იორკმა" საკუთარ მოედანზე დაამარცხა "პორტლენდი". "ნიქსის" სასტარტო გამთამაშებელმა დერიკ როუზმა 18 ქულა დააგროვა. აღვნიშნავთ, რომ გუშინდელ მატჩამდე, როუზმა ექვს შეხვედრაში აიღო 15-ზე მეტი ქულა, მაგრამ ყველა ეს მატჩი მისი გუნდის წაგებით დასრულდა.

* * *
"ნიუ იორკის" ცენტრი კრისტაპს პორზინგისი თავის გუნდს 31 ქულითა და 9 მოხსნით დაეხმარა. ახლა, მოგებულ მატჩებში ლატვიელის სტატისტიკაა - 25 ქულა და 8 მოხსნა, იმ დროს, როცა წაგებულ შეხვედრებში ეს მაჩვენებლები 16.6 ქულასა და 6.6 მოხსნას შეადგენს.

* * *
66 წლის წინ, 23 ნოემბერს გაიმართა ისტორიული მატჩი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. შეხვედრა "ფორტ უეინ პისტონზსა" და "მინეაპოლის ლეიკერსს" შორის 19:18 დასრულდა. ეს არის ყველაზე დაბალშედეგიანი მატჩი ლიგის ისტორიაში.

ნიუ იორკი-პორტლენდი 107:103
28:33, 32:25, 21:23, 26:22
ნ-ი: პორზინგისი (31+9 მოხსნა), როუზი (18), ენტონი (17), კუზმინსკასი (10).
პ: ლილარდი (22+6 პასი), მაკალუმი (16), ჰარკლესი (15+8 მოხსნა), დევისი (14+10 მოხსნა), ტერნერი (11).

ატლანტა-ნიუ ორლეანი 94:112
14:34, 30:32, 27:29, 23:17
ა: შრიოდერი (14+7 პასი), კორვერი (14), მოლსეპი (10+8 მოხსნა), დილეინი (10), ჰარდუეი (10), პრინსი (10).
ნ-ო: ფრეიზერი (21+14 პასი), ჯონსი (17), ჰოლიდეი (15), მური (15), დევისი (13), ჰილი (11).

დენვერი-ჩიკაგო 110:107
19:31, 41:29, 31:28, 19:19
დ: მიურეი (24), ჩენდლერი (16+9 მოხსნა), გალინარი (15), ნურკიჩი (14+14 მოხსნა), ბარტონი (10), ნელსონი (10+7 პასი).
ჩ: ბატლერი (35+8 მოხსნა), უეიდი (22), რონდო (13+11 მოხსნა+8 პასი), გიბსონი (12+10 მოხსნა), ლოპესი (12+8 მოხსნა+6 დაფარება), მიროტიჩი (11).

ლეიკერსი-ოკლაჰომა 111:109
29:16, 20:32, 31:26, 31:35
ლ: კლარკსონი (18), იანგი (17), მოზგოვი (16), უილიამსი (13), კალდერონი (12), ინგრემი (11).
ო: უესტბრუკი (34+8 მოხსნა+13 პასი), ადამსი (20), ოლადიპო (14), ლოვერნი (12+7 მოხსნა), კანტერი (10).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. კლივლენდი 12 10 2 83.3
2. ატლანტა 14 9 5 64.3
3. შარლოტი 13 8 5 61.5
4. ჩიკაგო 15 9 6 600
5. ბოსტონი 14 8 6 57.1
6. ტორონტო 14 8 6 57.1
7. ნიუ იორკი 14 7 7 50.0
8. ინდიანა 15 7 8 46.7
9. მილუოკი 13 6 7 46.2
10. ორლანდო 14 6 8 42.9
11. დეტროიტი 15 6 9 40.0
12. მაიამი 13 4 9 30.8
13. ბრუკლინი 13 4 9 30.8
14. ვაშინგტონი 13 4 9 30.8
15. ფილადელფია 14 4 10 28.6

დასავლეთი
თ მ წ %
1. კლიპერსი 15 13 2 86.7
2. გ. სტეიტი 14 12 2 85.7
3. სან ანტონიო 14 11 3 78.6
4. მემფისი 14 9 5 64.3
5. ჰიუსტონი 14 9 5 64.3
6. ოკლაჰომა 15 8 7 53.3
7. ლეიკერსი 15 8 7 53.3
8. პორტლენდი 16 8 8 50.0
9. იუტა 15 7 8 46.7
10. დენვერი 14 6 8 42.9
11. საკრამენტო 14 5 9 35.7
12. ნ. ორლეანი 15 5 10 33.3
13. მინესოტა 13 4 9 30.8
14. ფინიქსი 15 4 11 26.7
15. დალასი 13 2 11 15.4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული