ოფიციალურად: რეი ალენი კალათბურთიდან წავიდა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა მცველმა რეი ალენმა მოთამაშის კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

1996 წლის დრაფტის მეხუთე ნომრის ბოლო კლუბი "მაიამი ჰიტი" იყო, რომლის რიგებშიც ბოლო სეზონი 2013-14 წლებში ითამაშა. თუმცა, 41 წლის კალათბურთელი არ ჩქარობდა კარიერის დასრულების შესახებ განცხადების გაკეთებას, რადგან ლიგაში დაბრუნების იმედი ჰქონდა.

თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ალენს უთამაშია "მილუოკის", "სიეტლის", "ბოსტონისა" და "მაიამის" შემადგენლობაში. "მაიამისთან" ერთად, ის ორჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი.

"ყველა ვარსკვლავის მატჩის" ათგზის მონაწილე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეკორდსმენია ზუსტი სამქულიანების რაოდენობით.

* * *
რეგულარული ჩემპიონატის
გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ, "მემფის გრიზლისის" ვეტერანი ვინს კარტერი 24-ე კალათბურთელი გახდა NBA-ის ისტორიაში, ვინც კარიერული მონაგარი 24 ათას ქულამდე აიყვანა.

"მინესოტასთან" მატჩში 39 წლის კარტერმა ხუთი ქულა დააგროვა და ახლა, მის ანგარიშზე ზუსტად 24 ათასი ქულაა.

ასოციაციის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში 23-ე ადგილზეა ალენ აივერსონი - 24 368 ქულა.

კლივლენდი-ჰიუსტონი 128:120
29:35, 34:24, 22:25, 43:36
კ: ირვინგი (32), ლავი (24), ჯეიმსი (19+13 მოხსნა+8 პასი), სმიტი (15), დანლივი (11), ფრაი (11), ტომპსონი (4+10 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (41+7 მოხსნა+15 პასი), გორდონი (16), ნენე (13+5 მოხსნა), ანდერსონი (12), არიზა (11).

ფილადელფია-ორლანდო 101:103
29:24, 28:19, 30:41, 14:19
ფ: ტომპსონი (22+7 მოხსნა), შარიჩი (21), ემბიდი (18+10 მოხსნა+4 დაფარება), ჰენდერსონი (18), როდრიგესი (12+5 მოხსნა+11 პასი).
ო: ვუჩევიჩი (24+14 მოხსნა), იბაკა (21), პეიტონი (18+10 პასი), ფურნიე (17+5 მოხსნა+5 პასი).

ინდიანა-ლეიკერსი 115:108
27:18, 35:33, 22:28, 31:29
ი: ჯორჯი (30+7 მოხსნა), ელისი (17), მაილზი (16), იანგი (14+6 მოხსნა), ტიგი (9+6 მოხსნა+6 პასი).
ლ: უილიამსი (19+5 პასი), კლარკსონი (15), ნენსი (11+6 ჩაჭრა), რასელი (11), დენგი (10+6 მოხსნა), რენდლი (9+10 მოხსნა).

დეტროიტი-ნიუ იორკი 102:89
32:29, 32:26, 22:24, 16:10
დ: ჰარისი (25+10 მოხსნა), მორისი (22), კოლდუელ-პოუპი (19), სმიტი (10+8 პასი), დრამონდი (9+13 მოხსნა).
ნ-ი: ენტონი (24), როუზი (19+5 მოხსნა), პორზინგისი (18+6 მოხსნა), ჯენინგსი (12), ნოა (2+12 მოხსნა+8 პასი).

მაიამი-საკრამენტო 108:96 (ო)
28:26, 26:24, 19:17, 18:24, 17:5
მ: დრაგიჩი (25+8 მოხსნა+8 პასი), ტ. ჯონსონი (22), უეიტერსი (20), უაიტსაიდი (14+11 მოხსნა), ბებიტი (10).
ს: კაზინსი (30+7 მოხსნა), გეი (30+12 მოხსნა), აფლალო (18).

მინესოტა-მემფისი 116:80
29:16, 33:20, 35:23, 19:21
მინ: ლავინი (31), ჯიენგი (17+6 მოხსნა), უიგინსი (17), თაუნსი (11+10 მოხსნა), დანი (10+6 პასი).
მემ: დევისი (17), უილიამსი (14), ჰარისონი (12+5 პასი).

სან ანტონიო-იუტა 91:106
28:38, 22:16, 21:19, 20:33
ს-ა: ლენარდი (30+7 მოხსნა), ოლდრიჯი (21).
ი: ჯორჯ ჰილი (22+7 პასი), ჰუდი (19), ლაილსი (15+7 მოხსნა), მაკი (14), გობერი (6+12 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-მილუოკი 113:117
32:29, 22:34, 32:21, 27:33
ნ-ი: დევისი (35+15 მოხსნა), ფრეიზერი (20+9 პასი), ჰილი (18), მური (17), ჰილდი (10).
მ: ანტენტოკუნმპო (24+10 მოხსნა+7 პასი), პარკერი (21), ბროგდონი (14), სნელი (13+10 მოხსნა), ბიზლი (12), დელავედოვა (11+8 პასი), მონრო (6+11 მოხსნა+6 პასი).

პორტლენდი-გ. სტეიტი 104:127
25:34, 28:25, 20:41, 31:27
პ: ლილარდი (31), ლეიმანი (17), მაკალუმი (16), ტერნერი (14), ამინუ (6+10 მოხსნა).
გ-ს: კარი (28), კლარკი (22), დურანტი (20), ტომპსონი (14), გრინი (6+8 მოხსნა+9 პასი), იგუოდალა (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული