საუკეთესო ახალბედა - კრის დანი?

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოკითხვა ჩაატარა 38 კალათბურთელს შორის, რომლებისთვისაც მომავალი სეზონი პირველი იქნება ლიგაში.

დებიუტანტებს პასუხი უნდა გაეცათ მთავარი კითხვისთვის - ვინც გახდება 2016-17 წლების სეზონში საუკეთესო ახალბედას პრიზის მფლობელი? მოთამაშეთა უმრავლესობამ უპირატესობა "მინესოტა ტიმბერვულვზის" გამთამაშებელს კრის დანს მისცა - 29 პროცენტი.

22 წლის კალათბურთელი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ახალბედა იყო დრაფტზე, ხოლო იმის გამო, რომ მას გვერდით ეყოლებიან ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები და სოლიდურ სათამაშო დროსაც მიიღებს, ის მართლაც უნდა მივიჩნიოთ აღნიშნული პრიზის მთავარ პრეტენდენტად.

სხვათა შორის, გამოკითხვაში დანი
დაასახელეს დრაფტის საუკეთესო დამცველად და საუკეთესო გამთამაშებლად.

მეორე ადგილი დაიკავა 2016 წლის დრაფტის მეორე ნომერმა ბრენდონ ინგრემმა (25 პროცენტი), მესამე იყო პირველი ნომერი ბენ სიმონსი (19.4 პროცენტი).

გარდა ამისა, ახალბედებმა დაასახელეს საყვარელი მოთამაშეები ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. პირველ ადგილზე აღმოჩნდა კევინ დურანტი, შემდეგ მოდიან ხმების ერთნაირი რაოდენობით - რასელ უესტბრუკი, ლებრონ ჯეიმსი და კარმელო ენტონი, ხოლო ბოლო ორი სეზონის საუკეთესო მოთამაშე სტივენ კარი პირველ ათეულშიც ვერ მოხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული