დრაფტი: სიმონსი პირველი იქნება?

AutoSharing Option
"ფილადელფია სიქსერზის" ხელმძღვანელები 2016 წლის დრაფტის მთავარ ფავორიტს ბენ სიმონსს შეხვდნენ, რის შემდეგაც, მოთამაშის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ ავსტრალიელ ვუნდერკინდს მომავალ დრაფტზე პირველ ნომრად აირჩევენ.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, "სიქსერზის" გენერალური მენეჯერი ბრაიან კოლანჯელო და მთავარი მწვრთნელი ბრეტ ბრაუნი პირადად ჩავიდნენ კლივლენდში იმისთვის, რომ სიმონსთან და მის აგენტთან რიჩ პოლთან ესადილათ. მანამდე კალათბურთელმა უარი განაცხადა NBA-ის კლუბებში გასინჯვაზე.

ამასობაში, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ დაასახელა იმ კალათბურთელთა გვარები, რომლებიც დრაფტის ცერემონიაზე "მწვანე ოთახში" ისხდებიან.

მწვანე ოთახი - ეს არის ადგილი დრაფტის ცერემონიაზე სცენის
წინ, სადაც საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეები მაგიდებთან სხედან ახლობლებისა და ოჯახის წევრებთან ერთად.

წელს, მწვანე ოთახში მიწვევა მიიღეს: ბენ სიმონსმა, ბრენდონ ინგრემმა, ჯამალ მიურეიმ, კრის დანმა, დრაგან ბენდერმა, მარკიზ კრისმა, ბადი ჰილდმა, ჯეილენ ბრაუნმა, დეიონტე მიურეიმ, დომანტას საბონისმა, ჰენრი ელისონმა, იაკოპ პელტლმა, სკალ ლაბისიერმა, მალაკაი რიჩარდსონმა, დეიონტე დევისმა და უეიდ ბოლდუინმა.

2016 წლის დრაფტის ცერემონია 23 ივნისს, ბრუკლინში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული