NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ფავორიტები წესრიგში იყვნენ

AutoSharing Option
დიდი სათამაშო დღე იყო გუშინ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში.

პირველ შეხვედრაში "კლივლენდმა" საკმაოდ პროგნოზირებადი გამარჯვება მოიპოვა შინ "შარლოტის" წინააღმდეგ. წინა მატჩისგან განსხვავებით, როცა "კავალიერზმა" ასევე საკუთარ მოედანზე წააგო "დეტროიტთან", ამჯერად, თამაში წაუვიდა ლებრონ ჯეიმსს, რომელმაც 23 ქულა, 7 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი დააგროვა. "მეფეს" მხარი აუბეს კაირი ირვინგმა და ჯეი არ სმიტმა - მათ, შესაბამისად, 23 და 16 ქულა აიღეს.

და მაინც, მატჩის დასაწყისი "შარლოტს" დარჩა, რომელმაც მოიგო პირველი მეოთხედი. ამის შემდეგ, ლებრონმა და კომპანიამ მოუმატა და გაანადგურა
"ჰორნეტსი" მეორე მეოთხედში (40:28), რამაც დიდი შესვენებისთვის 11-ქულიანი უპირატესობა მოუტანა. და სწორედ ეს სხვაობა შეინარჩუნა "კლივლენდმა" მატჩის ბოლომდე.

აგრძელებს "ჩიკაგოს" ყველა დროის რეკორდისკენ სვლას "გოლდენ სტეიტი". ამჯერად, "უორიორზის" მსხვერპლი გახდა დასუსტებული "მაიამი". კრის ბოშის გარეშე, "ჰიტმა" ბოლომდე ვერ გაძლო, არადა, დუეინ უეიდის შედეგიანი თამაშის (32 ქულა) წყალობით, სამი მეოთხედის შემდეგ, მასპინძლები სამი ქულით იგებდნენ.

მაგრამ, ბოლო მეოთხედში "გოლდენ სტეიტმა" მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა. კარისა და ტომპსონის დუეტი შეუჩერებელ იყო - "მეომრების" მცველთა წყვილმა 75 ქულა ჩააგდო.

"ტორონტომ" შინ დამაჯერებლად მოუგო "მინესოტას". უფრო გამოცდილმა კანადურმა გუნდმა თავიდანვე მოიპოვა ინიციატივა და პირველი მეოთხედი ცხრა ქულით მოიგო. და მართალია, ენდრიუ უიგინსისა და რიკი რუბიოს კარგი თამაშით, "მგლებმა" წინააღმდეგობის გაწევა შეძლეს, "რეპტორზმა" მაინც მოახერხა ზედიზედ მესამე მატჩის მოგება, რითაც გაიმყარა პოზიციები აღმოსავლეთი კონფერენციის მეორე პოზიციაზე.

როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული ბრძოლა გაიმართა "ჩიკაგოსა" და "ვაშინგტონს" შორის. დედაქალაქელებს საკმარისი მოტივაცია ჰქონდათ - გამარჯვების შემთხვევაში, "ჩიკაგოსთან" სხვაობა გათამაშების ცხრილში მხოლოდ ორი მოგება იქნებოდა. "ბულზმა" ცუდი სტარტი აიღო, მაგრამ შემდეგ იპოვნა თავისი თამაში და წინ გასვლა შეძლო.

სამი მეოთხედის შემდეგ, მასპინძლებმა ათქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. "ვაშინგტონმა" გამონახა რეზერვი იმისთვის, რომ თანდათან შეეტანა თამაშში გარდატეხა, მაგრამ დრო არ ეყო მატჩის გადასარჩენად.

მოულოდნელად წააგო საკუთარ მოედანზე "კლიპერსმა". როგორც ჩანს, კალიფორნიული გუნდი გადაიღალა "სან ანტონიოსთან" და "გოლდენ სტეიტთან" მატჩებით და გუშინ, საშინლად გამოიყურებოდა "დენვერის" წინააღმდეგ. თამაშიდან ტყორცნების (35.3%), სამქულიანების (28.3%) და საჯარიმოების (57.1%) სუსტი რეალიზაცია და წაგებული ბრძოლა მოხსნებში (47:57). ყველა ამ ფაქტორმა განაპირობა "კლიპერსის" წაგება.

გრეგ პოპოვიჩის გუნდმა რიგით გამარჯვებას მიაღწია. ტექსასელებმა თამაშიდან ტყორცნების 51.8 პროცენტი გამოიყენეს, მათ შორის, სამქულიანების სიზუსტე 42.1 პროცენტი იყო. გარდა ამისა, ხუთმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა. ეს საკმარისი აღმოჩნდა სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებისთვის.

დღის რეკორდები
- "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელმა სტივენ კარიმ 127-მდე აიყვანა მატჩების სერია, რომლებშიც, მინიმუმ, ერთი სამქულიანის გამოყენებას მაინც ახერხებდა. ამით გამთამაშებელმა გაიმეორა "ატლანტას" სნაიპერის კაილ კორვერის შარშან დამჩარებული რეკორდი. ბოლო მატჩი, რომელშიც კარიმ სამქულიანის ჩაგდება ვერ შეძლო, 2014 წლის 11 ნოემბერს გაიმართა.

- იმავე "მაიამისთან" მატჩში, კარიმ ამ სეზონის რეკორდი დაამყარა - მან მეცხრე მატჩი ჩაატარა, რომელშიც მინიმუმ 40 ქულის დაგროვება შეძლო. გუშინდელ მატჩამდე, სტივენი ამ მაჩვენებლით ლიდერობას ჯეიმს ჰარდენთან იყოფდა.

- "მაიმისთან" მოგების შემდეგ, "გოლდენ სტეიტს" 56 მატჩში 51 მოგება დაუგროვდა. ეს NBA-ის ახალი რეკორდია, რადგან აქამდე, რეგულარული ჩემპიონატის ამ მომენტში ამდენი გამარჯვება არც ერთ გუნდს არ ჰქონია. იმისთვის, რომ 1995-96 წლების სეზონის "ჩიკაგოს" რეკორდი დაამხოს, "უორიორზს" დარჩენილ 26 მატჩში 22-ის მოგება სჭირდება.

- "მემფისთან" მატჩში ორი სამქულიანის გამოყენების შემდეგ, კობი ბრაიანტი მე-11 ადგილზე გადავიდა კარიერაში ჩაგდებული შორეული ტყორცნების რაოდენობით. ამ მომენტისთვის, კობის ანგარიშზე 1789 ზუსტი სამქულიანი მოდის.

- კობის გუშინდელმა მეტოქემ ვინს კარტერმა ცხრა ქულა დააგროვა და კარიერული მონაგარი 23759 ქულამდე აიყვანა. ამით ვინსმა ლეგენდარულ ჩარლზ ბარკლის გაუსწრო და ყველა დროის ბომბარდირთა სიაში 24-ე ადგილზე გადაინაცვლა. კარტერის შემდეგი სამიზნე კიდევ ერთი ლეგენდა ალენ აივერსონია, რომელთანაც ჩამორჩენა 609 ქულას შეადგენს.

კლივლენდი-შარლოტი 114:103
23:24, 40:28, 25:24, 26:27
კ: ირვინგი (23), ჯეიმსი (23+7 მოხსნა+7 პასი), სმიტი (16), ფრაი (15), დელავედოვა (10+7 პასი), ტომპსონი (6+10 მოხსნა).
შ: უოკერი (20+6 პასი), კამინსკი (16), ჯეფერსონი (12), ლინი (10), მარვ. უილიამსი (9+10 მოხსნა)..

ინდიანა-ნიუ იორკი 108:105
28:26, 24:28, 28:26, 28:25
ი: ჯორჯი (27+7 მოხსნა+6 პასი), ტერნერი (24), ჯორჯ ჰილი (10).
ნ-ი: პორზინგისი (22), კალდერონი (20), ო’ქუინი (19), ჰელოუეი (17), ენტონი (14+7 მოხსნა).

მაიამი-გ. სტეიტი 112:118
30:21, 25:30, 28:29, 29:38
მ: უეიდი (32+7 პასი), უაიტსაიდი (21+13 მოხსნა), დენგი (16+11 მოხსნა), რიჩარდსონი (15), დრაგიჩი (13+7 პასი), უინსლოუ (8+10 მოხსნა).
გ-ს: კარი (42+7 მოხსნა+7 პასი), ტომპსონი (33), ბარნსი (11), გრინი (10+11 მოხსნა).

ტორონტო-მინესოტა 114:105
37:28, 24:30, 26:28, 27:19
ტ: დეროზანი (31), ლოური (21+6 პასი), ჯოზეფი (18+6 პასი), ვალანჩუნასი (14+7 მოხსნა).
მ: უიგინსი (26), დიენგი (21+8 მოხსნა), თაუნსი (16), რუბიო (12+12 პასი), მუჰამადი (10).

დეტროიტი-ფილადელფია 111:91
33:20, 32:22, 20:19, 26:30
დ: ჰარისი (22+8 მოხსნა), ჯექსონი (17), ბულოკი (16), მორისი (13+8 პასი), დრამონდი (12+18 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (11).
ფ: ტომპსონი (19), ოკაფორი (13), მარშალი (12), ლენდრი (10).

ჩიკაგო-ვაშინგტონი 109:104
28:31, 29:24, 32:24, 20:25
ჩ: მური (17), გიბსონი (17+7 მოხსნა+7 პასი), სნელი (16), დანლივი (14), მაკდერმოტი (14), ბრუქსი (11), პ. გასოლი (10+15 მოხსნა+9 პასი).
ვ: ბილი (19), ტემპლი (18), უოლი (16+7 პასი), სეშენსი (16).

მემფისი-ლეიკერსი 128:119
36:26, 31:32, 30:26, 31:35
მ: ბარნსი (25+8 მოხსნა), კონლი (24+8 პასი), ჰეირსტონი (17), რაიტი (15), რენდოლფი (14+9 მოხსნა), გრინი (12+9 მოხსნა).
ლ: კლარკსონი (28), უილიამსი (22), რასელი (22+8 პასი), ბრაიანტი (13), რენდლი (11+14 მოხსნა), ბასი (11).

დალასი-ოკლაჰომა 103:116
24:33, 27:25, 30:29, 22:29
დ: ნოვიცკი (33), მეტიუზი (15), უილიამსი (14+6 პასი), ფელტონი (10+9 პასი), ფაჩულია (7+10 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (24+7 მოხსნა+13 პასი), დურანტი (24+8 მოხსნა+6 პასი), ადამსი (15+7 მოხსნა), უეიტერსი (14), კანტერი (14+9 მოხსნა), იბაკა (13+8 მოხსნა).

კლიპერსი-დენვერი 81:87
19:23, 20:30, 23:18, 19:16
კ: რედიკი (20), პოლი (17+10 პასი), ჯორდანი (7+12 მოხსნა+4 დაფარება).
დ: ფარიდი (21+11 მოხსნა), ჰარისი (17), გალინარი (16+8 მოხსნა), ლოვერნი (12), იოლკიჩი (7+11 მოხსნა).

საკრამენტო-სან ანტონიო 92:108
24:25, 14:24, 32:27, 22:32
ს: კაზინსი (22+10 მოხსნა), ეისი (15), გეი (11), რონდო (7+8 მოხსნა+18 პასი).
ს-ა: პარკერი (23+6 პასი), ლეონარდი (18+8 მოხსნა), გრინი (16+7 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული