NBA ევროპას არ ცნობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალსა" და "ბოსტონ სელტიქსს" შორის საგამოფენო მატჩის წინ, ესპანელი ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა ადამ სილვერმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალე NBA-ის ჩემპიონატში რომელიმე ევროპული გუნდი გამოჩნდება.

"არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში NBA-ში ევროპული კლუბი ვიხილოთ. თუმცა არ ვუარყობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ეს მაინც მოხდეს", - აცხადებს სილვერი.

ამავე ინტერვიუში კომისარმა განაცხადა, რომ ლიგა არ გაუშვებს კალათბურთელებს ეროვნულ ნაკრებებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირში მონაწილეობისთვის. მოგეხსენებათ, 2017 წლი
დან საკვალიფიკაციო ტურნირები ახალი ფორმატით გაიმართება და სანაკრებო მატჩები NBA-ის რეგულარული სეზონის მსვლელობის დროსაც ჩატარდება.

სილვერის თქმით, ის პატივს სცემს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ინიციატივებს, მაგრამ არ შეუძლია რეგულარული ჩემპიონატის შეწყვეტა სანაკრებო პაუზების დროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული