NBA: "ვაშინგტონი" პირველად გააჩერეს

AutoSharing Option
"ვაშინგტონის" ლიდერმა ჯონ უოლმა ვერ მოასწრო "ატლანტასთან" სერიის მეორე მატჩისთვის გამოჯანმრთელება და გუშინ მოედანზე ვერ გავიდა.

დედაქალაქელები ძირითადი გამთამაშებლის გარეშე კარგა ხანი ებრძოდნენ აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონს, ძირითადად, შორეული ტყორცნების წყალობით (პოლ პირსმა ყველა თავისი ქულა სამქულიანებით დააგროვა) და მხოლოდ მეოთხე მეოთხედში საბოლოოდ გაუშვეს წინ მეტოქე.

სტატისტიკის მიხედვით, სტუმრებმა 12 სამქულიანი ჩააგდეს და შორიდან 55 პროცენტის სიზუსტით ისროლეს, მესამე მეოთხედში კი ორჯერ ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს, მაგრამ ბოლო 12-წუთეული მთლიანად "ჰოქსს" დარჩა, რომელმაც მეტოქეზე 11 ქულით მეტის დაგროვება შეძლო.

"უიზარდსმა" დროის ამ
პერიოდში მხოლოდ ოთხი ბურთი ჩააგდო თამაშიდან, ექვსი შეცდომა დაუშვა და სულ რაღაც ორი ქულა აიღო სამწამიანი ზონიდან. საფინალო სირენამდე 8.44 წუთით ადრე პირსის სამქულიანით სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა, რასაც მაშინვე "ატლანტას" 11:2 გაქცევა მოჰყვა.

ამის შემდეგ "ვაშინგტონის" ქამბექზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. "ჰოქსმა" მთელი მატჩის განმავლობაში 30 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 37-ჯერ ისროლა ზუსტად. ყველაზე შედეგიანი კი ისევ დემარ კეროლი გახდა. სწორედ ეს კალათბურთელია პლეი ოფში "ატლანტას" მთავარი სნაიპერი. აღვნიშნავთ, რომ ეს იყო "ვაშინგტონის" პირველი წაგება მიმდინარე პლეი ოფში.

ატლანტა-ვაშინგტონი 106:90
28:20, 25:26, 27:29, 26:15
ა: კეროლი (22+6 მოხსნა), მილსეპი (18+11 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), ჰორფორდი (18+6 პასი+3 ჩაჭრა), კორვერი (12+6 მოხსნა+3 დაფარება), ბეიზმორი (10).
ვ: სეშენსი (21), ბილი (20+7 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), პირსი (15+5 მოხსნა), პორტერი (15+8 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), გორტატი (10+9 მოხსნა).
სერია: 1-1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული