NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დერიკ როუზი სეზონის ბოლომდე დაბრუნდება

AutoSharing Option
- "ნიუ იორკ ნიქსის" ხელმძღვანელობა ამ ზაფხულს აპირებს, ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს იტალიელ ანდრეა ბარნიანის, რომელიც მინიმუმ ერთი წელი იქნება ძალაში. მიმდინარე სეზონში 28 წლის კალათბურთელმა 13 შეხვედრა ჩაატარა "ნიქსის" შემადგენლობაში და საშუალოდ 12.9 ქულა და 4.5 მოხსნა დააგროვა.

- "ნიუ ორლეანის" მთავარმა ვარსკვლავმა ენტონი დევისმა "მილუოკისთან" გუშინდელ მატჩში გაიმეორა შედეგიანობის პირადი რეკორდი. "პელიკანების" ფორვარდმა 43 ქულით, 10 მოხსნითა და 6 შედეგიანი პასით დაასრულა შეხვედრა.

- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" 34 წლის მცველი დანტეი ჯონსი ლიგამ 10 ათასი დოლარით დასაჯა "გოლდენ სტეიტთან"
მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო. შეხვედრის დასრულების შემდეგ "კლიპერსის" კალათბურთელმა შეგნებულად უბიძგა მხარი "უორიორზის" ფორვარდ დრეიმონდ გრინს, რომელიც იმ მომენტში ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.

- "ვაშინგტონმა" დაინტერესება გამოთქვა ორი მცველის - უილ ბრაუნისა და უილ ბინუმის გაფორმებაზე. აღვნიშნავთ, რომ ორივე კალათბურთელმა დაასრულა გამოსვლა ჩინეთის ჩემპიონატში და თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

- "მაიამი ჰიტის" ცენტრი ჰასან უაიტსაიდი "ბოსტონთან" გუშინდელი მატჩის დროს არასპორტული საქციელის გამო მოედნიდან გააძევეს. კერძოდ, ახალგაზრდა კალათბურთელმა შეგნებულად უბიძგა ხელი ზურგში "სელტიქსის" მოთამაშეს, კელი ოლინიკს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა უაიტსაიდს მოედანი დაატოვებინეს. პირველად ეს მოხდა ამ თვის დასაწყისში უკრაინელ ალექსეი ლენთან ჩხუბის გამო.

- "ჩიკაგო ბულზის" ლიდერი დერიკ როუზი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მორიგი ოპერაცია გადაიტანა მარჯვენა მუხლზე, ამ სეზონში აპირებს მოედანზე დაბრუნებას. ამის შესახებ მან ამასწინანდელ ინტერვიუში განაცხადა.

"თუ ექიმების მიერ შედგენილ გეგმას ზუსტად გავყვები, მაშინ შემეძლება ამ სეზონში მოედანზე დაბრუნება, თუმცა ზუსტ თარიღზე ჯერ არ შეიძლება ლაპარაკი. ამჟამად, ძალიან მონდომებით ვმუშაობ აღდგენაზე და ვცდილობ, ყოველი დღისგან მაქსიმუმი მივიღო", - განაცხადა როუზმა.

- "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველი ნიკ იანგი აგრძელებს მუხლის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს. ამ დაზიანების გამო კალათბურთელმა უკვე შვიდი შეხვედრა გამოტოვა. "ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელის, ბაირონ სკოტის თქმით, აღდგენა ნელი ტემპებით მიმდინარეობს, ამიტომაც კალათბურთელს კიდევ ორი-სამი კვირა დასჭირდება სრული გამოჯანმრთელებისთვის.

შარლოტი-ვაშინგტონი 69:95
21:36, 25:20, 14:21, 9:18
შ: უილიამსი (19), ჯეფერსონი (14), სტივენსონი (12).
ვ: გორტატი (20), უოლი (15), ბილი (14), სერაფინი (12).

ატლანტა-საკრამენტო 130:105
33:20, 43:34, 29:28, 25:23
ა: კეროლი (20), კორვერი (20), ტიგი (18+13 პასი).
ს: გეი (23), მაკალუმი (15), კაზინსი (12+14 მოხსნა).

მაიამი-ბოსტონი 90:100
19:24, 21:19, 24:30, 26:27
მ: უეიდი (34), ბიზლი (14).
ბ: ტომასი (25), ბასი (14).

ჩიკაგო-მემფისი 91:101
22:22, 17:19, 26:32, 26:28
ჩ: სნელი (21), მიროტიჩი (18+12 მოხსნა), ბრუქსი (15), პ. გასოლი (13).
მ: მ. გასოლი (23), გრინი (19), რენდოლფი (16).

დენვერი-ნიუ იორკი 106:78
25:25, 30:15, 36:19, 15:19
დ: ფარიდი (19+11 მოხსნა), ბარტონი (17), ჩენდლერი (17), ლოუსონი (14).
ნ-ი: შვედი (19), ჰელოუეი (14), ბარნიანი (12).

ფინიქსი-გ. სტეიტი 80:98
19:25, 27:21, 15:30, 19:22
ფ: ბლედსოუ (19), ნაითი (13), უორენი (11), ლენი (10+11 მოხსნა).
გ-ს: კარი (36), ტომპსონი (25), გრინი (11+10 მოხსნა).

კლიპერსი-მინესოტა 89:76
25:25, 23:14, 26:23, 15:14
კ: რედიკი (26), ჯორდანი (20+17 მოხსნა).
მ: პეინი (16+15 მოხსნა), პეკოვიჩი (12+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული