NBA: ამარე სტაუდმაიერი "დალასში" მიდის

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, "ნიუ იორკ ნიქსმა" გამოისყიდა ამარე სტაუდმაიერის 23-მილიონიანი კონტრაქტი და დაითხოვა ვეტერანი შემადგენლობიდან.

"ნიქსში" ყველანი ვაფასებთ მის წვლილს გუნდისთვის და მთლიანად ნიუ იორკისთვის. ჩვენ შორის ისეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომელიც შემდეგ ნამდვილ მეგობრობაში გადაიზარდა. მეგობრებად დავრჩებით სიცოცხლის ბოლომდე", - განაცხადა "ნიუ იორკის" გენერალურმა მენეჯერმა სტივ მილსმა.

სტაუდმაიერმა "ნიქსში" გატარებული ხუთი სეზონის განმავლობაში 255 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 17.3 ქულა და 6.7 მოხსნა დააგროვა. 2011 წელს ფორვარდმა მონაწილეობა მიიღო "ყველა ვარსკვლავის მატჩში" და მე-14 კალათბურთელი გახდა "ნიქსის" ისტორიაში, ვინც აღმოსავლეთ
კონფერენციის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.

თავდამსხმელის კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში იწურებოდა. ასე რომ, "ნიქსი", პრაქტიკულად, არაფერს კარგავს.

ამასობაში, სტაუდმაიერი დიდი ხანი უმუშევარი არ დარჩენილა. როგორც ამერიკული პრესა წერს, ფორვარდი უახლოეს დღეებში "დალას მავერიქსის" რიგებს შეავსებს. ტექსასური კლუბის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები წარმართა ამარესთან და წინასწარ შეთანხმებას მიაღწია მასთან კონტრაქტის გაფორმებაზე. ხელშეკრულება დაიდება მას შემდეგ, რაც ექსნიუიორკელი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. ეს დღეს მოხდება.

მიმდინარე სეზონში 32 წლის სტაუდმაიერის სტატისტიკა 12.0 ქულას, 6.8 მოხსნასა და 1.0 შედეგიან გადაცემას უდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული