ტრეისი მაკგრეიდიმ პროფესიულ დონეზე გამოსვლის დასრულება გადაწყვიტა

AutoSharing Option
ტელეარხ ESPN-ის ინფორმაციით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა ვარსკვლავმა ტრეისი მაკგრეიდიმ პროფესიულ დონეზე გამოსვლის დასრულება გადაწყვიტა. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს თავად კალათბურთელმა აცნობა.

34 წლის მაკგრეიდიმ თითქმის მთელი გასული სეზონი ჩინეთში გაატარა, ბოლოს კი კონტრაქტი გააფორმა "სან ანტონიო სპურსთან" და გრეგ პოპოვიჩის გუნდში თამაშის საშუალება მიიღო, თუმცა ტი-მაკი პლეი ოფის მატჩებში სულ რამდენიმე წუთი გამოჩნდა მოედანზე.

მაკგრეიდიმ NBA-ში 15 სეზონი გაატარა და "ტორონტოს", "ორლანდოს", "ჰიუსტონის", "ნიუ იორკის", "დეტროიტის", "ატლანტასა" და "სან ანტონიოს" ღირსებას იცავდა. ჯამში მან 938 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 19.6
ქულა, 5.6 მოხსნა, 4.4 პასი, 1.2 ჩაჭრა და 0.9 დაფარება დააგროვა.

ტრეისი ზედიზედ შვიდჯერ (2001-07) იყო მიწვეული "ყველა ვარსკვლავის მატჩში", 2001 წელს დასახელდა ასოციაციის ყველაზე პროგრესირებად მოთამაშედ, 2003 და 2004 წლებში კი ლიგის საუკეთესო სნაიპერი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა კიდევ ერთმა ყოფილმა ვარსკვლავმა ალენ აივერსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული