"სან ანტონიო სპურსმა" მარკო ბელინელი აიყვანა

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსმა" ორწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა შემტევ მცველთან მარკო ბელინელისთან, - იტყობინება Yahoo! Sports-ის მიმომხილველი ედრიან ვოინაროვსკი. იტალიელის ხელფასი ახალ კლუბში 6 მილიონი დოლარი იქნება.

შარშან, 27 წლის ბელინელი "ჩიკაგოს" რიგებში თამაშობდა და საშუალოდ 9.6 ქულას, 1.9 მოხსნასა და 2.0 შედეგიანი გადაცემას აგროვებდა.
* * *
"ნიუ ორლეანმა", "საკრამენტომ" და "პორტლენდმა" შეათანხმეს სამმხრივი გაცვლის დეტალები, რომლის მიხედვითად მცველი ტაირიკ ევანსი "პელიკანსის" მოთამაშე გახდება.

გაცვლის შედეგად, რომელიც ოფიციალურად 10 ივლისს გაფორმდება, ევანსი "კინგზიდან" "ნიუ ორლეანში" გადავა, საპირისპირო მიმართულებით კი გაემგზავრება
გამთამაშებელი გრევის ვასკესი.

"პორტლენდი" მიიღებს "ნიუ ორლეანის" ცენტრ რობინ ლოპესს, ხოლო "ბლეიზერსი" "საკრამენტოს" მისცემს დრაფტის მეორე რაუნდში ორი არჩევანის უფლებას.
ევანსის კონტრაქტი ოთხწლიანია და მცველი ჯამში 44 მილიონ დოლარს გამომუშავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაზე ჭორაობენ NBA-ში: გულუხვი წინადადება ტაირიკ ევანსს, კევინ მარტინი იცვლება
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰოვარდი ჰიუსტონში გადავიდა,აქ უნდა დამეწერა:))
jimmy jump
12:14 06-07-2013
0

სიახლეები პოპულარული