NBA: დიდი "კლივლენდი" იშლება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "კლივლენდ კავალიერზის" ბატონობა აღმოსავლეთ კონფერენციაში სრულდება. რამდენიმე სანდო წყარომ (მაგალითად, ESPN, TNT) ერთდრულად დაწერა იმის შესახებ, რომ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა კაირი ირვინგმა ბოსებს სხვა გუნდში გაცვლა მოსთხოვა.

როგორც ირკვევა, კაირის სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა და მობეზრდა ლებრონ ჯეიმსის ჩრდილში ყოფნა. მცველმა კლუბის ხელმძღვანელობას გადასცა გუნდების სია, რომლებშიც ისურვებდა კარიერის გაგრძელებას.

თუ Yahoo! Sports-ის მიმომხილველს ედრიან ვოინაროვსკის დავუჯერებთ, ირვინგისთვის პრიორიტეტული ვარიანტი ყოფილა "სან ანტონიო სპურსი". გარდა ამისა, ირვინგი დაინტერესებულია "მაიამიში", "ნიუ იორკსა" და "მინესოტაში" გადასვლით. ამ უკანასკნელის რიგები შეავსო
ჯიმი ბატლერმა და კაირის თურმე ძალიან სურს ამ კალათბურთელის გვერდით თამაში.

შეგახენებთ, რომ ირვინგი 2011 წლიდან თამაშობს "კლივლენდში" და კონტრაქტით კიდევ სამი წელი დარჩა ამ გუნდთან. 2016 წელს, კაირი NBA-ის ჩემპიონი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ