ალენ აივერსონის საყვარელი მოთამაშე რასელ უესტბრუკია

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდარულმა გამთამაშებელმა ალენ აივერსონმა აღიარა, რომ აღფრთოვანებულია "ოკლაჰომა-სიტის" გამთამაშებლით რასელ უესტბრუკით, რომელმაც გასული სეზონი საშუალო სამმაგი დუბლით დაასრულა და საუკეთესო მოთამაშის პრიზი მოიპოვა.

"ის დაუჯერებელია. სწორედ რასელია ჩემი საყვარელი მოთამაშე დღევანდელ NBA-ში. ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ბიჭს და აღფრთოვანებული ვარ მისით. უესტბრუკმა MVP-ის პრიზი სრულიად დამსახურებულად მიიღო. უკვე სეზონის დასაწყისში ვიცოდი, რომ ის გახდებოდა ყველაზე ძვირფასი მოთამაშე. ეს გრანდიოზული მოვლენაა ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის.

შესაძლოა, ასეთი რამ ჩვენ კიდევ დიდი ხანი ვეღარ ვნახოთ. არავის ეგონა, რომ ეს ოდესღაც
მოხდებოდა. არ მჯეროდა, რომ ვინმე ასეთ დონეზე თამაშს შეძლებდა. ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს - რამდენად დიადი მოთამაშეა უესტბრუკი", - განაცხადა აივერსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული