ოფიციალურად: ტეოდოშიჩი "კლიპერსმა" გაიფორმა

AutoSharing Option
სერბი კალათბურთელის მილოშ ტეოდოშიჩის სააგენტო Sports Promotion-მა გამოაცხადა იმის შესახებ, რომ გამთამაშებელმა ოფიციალურად მოაწერა ხელი "კლიპერსთან" კონტრაქტს.

მილოშევიჩი ორ წელს დაჰყოფს კალიფორნიულ კლუბში და ჯამში 12.3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. მან "კლიპერსში" უნდა შეცვალოს კრის პოლი, რომელიც "ჰიუსტონში" გადავიდა სათამაშოდ.

* * *
გუშინ განხორციელებული კიდევ ერთი საინტერესო გარიგებაა - ფრანგი ჟოფრე ლოვერნის გადასვლა "სან ანტონიოში", - ამის შესახებ წერს Yahoo! Sports.

ლოვერნი ამა წლის თებერვალში მონაწილეობდა "ოკლაჰომასა" და "ჩიკაგოს" შორის განხორციელებულ გაცვლაში. ამის შემდეგ, "ჩიკაგომ" არ შესთავაზა ფრანგს კონტრაქტი.

გასულ
სეზონში ლოვერნმა 70 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 5.4 ქულა და 3.6 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მილოშევიჩი არა ჩაუშესკუ კიდე... მილოშ ტეოდოსიჩია ეგ ბიძიაბაბუებო
iloreli
09:59 12-07-2017
0

სიახლეები პოპულარული