MVP რასელ უესტბრუკია

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 2016-17 წლების სეზონის ლაურეატები დაასახელა. მთავარი ნომინაცია - სეზონის MVP მოიგო "ოკლაჰომა-სიტის" მცველმა რასელ უესტბრუკმა. მან აჯობა "ჰიუსტონისა" და "სან ანტონიოს" მცველებს - ჯეიმს ჰარდენსა და კავაი ლეონარდს.

გასულ სეზონში უესტბრუკმა NBA-ის რეკორდი დაამყარა - 42 სამმაგი დუბლი შეასრულა. მან რეგულარული ჩემპიონატი საშუალო სამმაგი დუბლით დაასრულა - 31.6 ქულა, 10.7 მოხსნა და 10.4 შედეგიანი პასი.

საზეიმო ცერემონიაზე სხვა ნომინაციებშიც გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

საუკეთესო მწვრთნელი - მაიკ დ'ანტონი ("ჰიუსტონი")
საუკეთესო დებიუტანტი - მალკოლმ ბროგდონი ("მილუოკი")
ყველაზე პროგრესირებადი - იანის
ანტენტოკუნმპო ("მილუოკი")
საუკეთესო მე-6 მოთამაშე - ერიკ გორდონი ("ჰიუსტონი")
საუკეთესო დამცველი - დრეიმონდ გრინი ("გოლდენ სტეიტი")
ასევე გამოცხადდა დებიუტანტთა და დამცველთა სიმბოლური ნაკრებები.

დებიუტანტთა ნაკრები
მალკოლმ ბროგდონი (მილუოკი)
დარიო შარიჩი (ფილადელფია)
ჯოელ ემბიდი (ფილადელფია)
ბადი ჰილდი (საკრამენტო)
უილი ერნანგომესი (ნიუ იორკი)

დამცველთა ნაკრები
დრეიმონ გრინი (გ. სტეიტი)
რუდი გობერი (იუტა)
კავაი ლენარდი (სან ანტონიო)
კრის პოლი (კლიპერსი)
პატრიკ ბევერლი (ჰიუსტონი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული