NBA. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი: "კლივლენდმა" სერიაში სხვაობა გაზარდა

AutoSharing Option
24 მაისს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მორიგი მატჩი გაიმართა.

"კლივლენდმა" "ბოსტონს" უმასპინძლა, ანგარიშით 112:99 დაამარცხა და სერიაში 3:1 დაწინაურდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 42 ქულა კაირი ირვინგმა ჩააგდო, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია პლეი ოფში.

კევინ ლავმა კი 17 ქულა, 17 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. ლავისთვის 17 მოხსნა ასევე პირადი რეკორდია პლეი ოფის მატჩებში.

ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ ანგარიშზე 34 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა ჩაიწერა.

ბოსტონელთა მხრიდან ევერი ბრედლი გამოირჩა 19 ქულით.

მომდევნო შეხვედრა 26 მაისს ბოსტონში ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული