NBA. პლეი ოფი: "სან ანტონიომ" "ჰიუსტონი" გაანადგურა და კონფერენციის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
12 მაისს NBA-ს პლეი ოფის მორიგი მატჩი გაიმართა.

"სან ანტონიო სპურსი" "ჰიუსტონს" ესტუმრა, ანგარიშით 114:75 გაანადგურა და სერია 4:2 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ "სპურსი" კავაი ლეონარდისა და ტონი პარკერის გარეშეც იოლად გაუმკლავდა "როკეტსს".

"სან ანტონიოს" ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა, რომელმაც 34 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. საკმაოდ ცუდი მატჩი ჩაატარა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც მხოლოდ 10 ქულა, 7 პასი და 3 მოხსნა მოაგროვა, ბურთი კი 6-ჯერ დაკარგა.

ამ მოგებით "სან ანტონიო" კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტს" შეხვდება. პირველი მატჩი ოკლენდში
14 მაისს, ჩვენი დროით 23:30 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხოდა კი გაულაყლაყა ფაჩულიას გოლდენმა გუშინ ესერთი და სხვა მრავალიო როგორც იტყვიან მაგრა ვისიამოვნე თამაშით.
qutaiseli
10:24 15-05-2017
0
ზალიან გინდა მე პირიქიტ მგონია

შოთა გუგეშაშვილი
14:16 12-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული