NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკისა და ჯორჯის აღიარება

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

აღმოსავლეთის საუკეთესო კალათბურთელი გახდა "ინდიანას" ფორვარდი პოლ ჯორჯი. ის საუკეთესო იყო აღმოსავლეთში 31.7 ქულით, რასაც 9.0 მოხსნა დაუმატა. ჯორჯი თამაშიდან 57.4 სიზუსტით ისროდა, მისმა გუნდმა კი სამიდან სამი მატჩი მოიგო.

დასავლეთის ლაურეატი გახდა "ოკლაჰომას" გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი. "თანდერმა" ოთხიდან სამი მატჩი მოიგო, უესტბრუკის საშუალო მონაგარი იყო - 32.5 ქულა, 12.5 მოხსნა და 10.3 შედეგიანი პასი.

"დენვერთან" მატჩში უესტრუკმა 50 ქულა, 16 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა და 42-ე სამმაგი დუბლი შეასრულა
სეზონში, რაც NBA-ის ახალი რეკორდია. ასევე გასულ კვირას, რასელმა გაინაღდა სეზონური სამმაგი დუბლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული