NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ბოსტონმა" უშუალო კონკურენტი დაამარცხა

AutoSharing Option
გუშინდელი დღის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩის ბედი ჯეიმს ჰარდენმა გადაწყვიტა. "ჰიუსტონის" ლიდერმა, რომელმაც შეხვედრა 39 ქულითა და 11 შედეგიანი პასით დაასრულა, "დენვერის" წინააღმდეგ მატჩში გამარჯვების ტყორცნა 2.4 წამით ადრე ჩააგდო.

ეს ამ გუნდების მესამე შეხვედრა იყო ამ სეზონში და "ჰიუსტონმა" სამივე მოიგო.

* * *
"ფილადელფიასთან" წინა დღეს მარცხის შემდეგ, "ბოსტონმა" საკუთარ მოედანზე მოუგო "ვაშინგტონს", რომელიც მისი პირდაპირი კონკურენტია მეორე ადგილისთვის ბრძოლაში.

"სელტიქსი" მესამე მეოთხედში 20 ქულით იყო დაწინაურებული, მაგრამ "ვაშინგტონმა" შეძლო სხვაობის ექვს ქულამდე დაყვანა. თუმცა, ბოლო წამებზე ყველაფერი
გადაწყვიტა მარკუს სმარტის ზედიზედ ოთხმა ქულამ.

"ბოსტონმა" ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ მოიგო, "ვაშინგტონმა" კი პირიქით, ბოლო ხუთში ოთხჯერ წააგო. "სელტიქსი" გათამაშების ცხრილში სამი მოგებით უსწრებს "უიზარდს".

* * *
"შარლოტს" ჯერ ისევ რჩება პლეი ოფში მოხვედრის შანსი და მან ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. "ჰორნეტსი" ძალიან იოლად გაუსწორდა "ატლანტას", რომელიც აშკარა კრიზისში იმყოფება. "ჰოქსმა" ზედიზედ მეხუთედ წააგო, "შარლოტთან" კი ამ სეზონში სამიდან სამჯერ დამარცხდა.

* * *
გორდონ ჰეივორდის 38-მა ქულამ ვერ უშველა "იუტას" და დამარცხდა "ინდიანას" წინააღმდეგ.

თამაშის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე, "ინდიანა" ათი ქულით იგებდა, მაგრამ სირენამდე 2.11 წუთით ადრე, სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა. მატჩის დასკვნით ნაწილში გაიბრწყინა "ინდიანას" ლიდერმა პოლ ჯორჯმა, რომელმაც ჯერ სამქულიანით სხვაობა ექვს ქულამდე გაზარდა, 18 წამით ადრე კი გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო.

* * *
"ნიუ იორკ ნიქსმა" ბოლო 10 მატჩში მეშვიდედ წააგო. "კლიპერსის" ყველა ლიდერს წაუვიდა თამაში, მათგან 30 ქულა დააგროვა ბლეიკ გრიფინმა, ხოლო დეანდრე ჯორდანმა (14 ქულა და 10 მოხსნა) და კრის პოლმა (13 ქულა და 13 პასი) ორმაგი დუბლები შეასრულეს.

კალიფორნიელები პირველი ტაიმის შემდეგ, 25 ქულით იგებდნენ და მხოლოდ ბოლო მეოთხედში მოეშვნენ. "კლიპერსმა" ზედიზედ მეათედ დაამარცხა "ნიუ იორკი".

ინდიანა-იუტა 107:100
28:23, 23:23, 29:24, 27:30
ინდ: ტიგი (21), ჯორჯი (19+8 მოხსნა), ტერნერი (16+4 დაფარება), მაილზი (15), ელისი (12), ჯეფერსონი (10).
იუტ: ჰეივორდი (38), ჯორჯ ჰილი (16+6 პასი), გობერი (16+14 მოხსნა+8 დაფარება), ჰუდი (11).

ორლანდო-ფილადელფია 112:109 (ო)
25:26, 16:30, 33:27, 24:15, 14:11
ო: ვუჩევიჩი (26+13 მოხსნა), ფურნიე (19), გორდონი (17), როსი (15), პეიტონი (10+13 მოხსნა).
ფ: კოვინგტონი (24+13 მოხსნა), ჰოლმსი (24+14 მოხსნა), სტაუსკასი (20), შარიჩი (18), მაკონელი (16+11 პასი).

შარლოტი-ატლანტა 105:90
19:19, 32:23, 32:26, 22:22
შ: უოკერი (16), ბატუმი (16+6 პასი), კამინსკი (14), მარვ. უილიამსი (13+8 მოხსნა), ლემბი (12).
ა: შრიოდერი (20+6 პასი), ილიასოვა (13), ჰოვარდი (13+10 მოხსნა), სეფოლოშა (11+8 მოხსნა), ჰარდუეი (11), პრინსი (11).

ბოსტონი-ვაშინგტონი 110:102
30:28, 28:19, 34:28, 18:27
ბ: ტომასი (25), ბრედლი (20+9 მოხსნა), კრაუდერი (16+9 მოხსნა), ჰორფორდი (16+9 მოხსნა), სმარტი (10), ოლინიკი (9+11 მოხსნა).
ვ: ბილი (19), უოლი (16+8 პასი), მორისი (14), ბოგდანოვიჩი (14), სმიტი (13), ჯენინგსი (10+7 პასი).

ჰიუსტონი-დენვერი 125:124
35:28, 27:37, 32:32, 31:27
ჰ: ჰარდენი (39+7 მოხსნა+11 პასი), გორდონი (18), ბევერლი (14), არიზა (14), კაპელა (12+9 მოხსნა), ანდერსონი (10).
დ: ჰარისი (28), ბარტონი (24+7 მოხსნა+8 პასი), იოკიჩი (22+13 მოხსნა+8 პასი), ერნანგომესი (15), მიურეი (13).

ოკლაჰომა-გ. სტეიტი 95:111
22:25, 17:34, 27:33, 29:19
ო: ოლადიპო (17), უესტბრუკი (15+8 მოხსნა+7 პასი), გიბსონი (10), კანტერი (15+10 მოხსნა), კანტერი (10).
გ-ს: ტომპსონი (34), კარი (23+6 პასი), გრინი (2+10 მოხსნა+6 პასი), მაკგი (10+4 დაფარება).

კლიპერსი-ნიუ იორკი 114:105
29:23, 34:30, 34:19, 17:33
კ: გრიფინი (30), რივერსი (17), კროუფორდი (14), რედიკი (14), ჯორდანი (14+10 მოხსნა), პოლი (13+13 პასი).
ნ-ი: როუზი (18), პორზინგისი (18+11 მოხსნა), ენტონი (16), ჰოლიდეი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული