NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონის 52-ე, უესტბრუკის 70-ე

AutoSharing Option
ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლების შეგროვებას მოუხშირა. "კლივლენდი" ლიდერს სამი მეოთხედი ეყო "დეტროიტის" წინააღმდეგ 16 ქულის, 11 მოხსნისა და 12 შედეგიანი პასის დასაგროვებლად.

ლებრონისთვის ეს არის მეოთხე ტრიპლ-დაბლი ამ თვეში და მესამე - ბოლო ოთხ შეხვედრაში. ამ სეზონში ჯეიმსმა 10 სამმაგი დუბლი შეაგროვა, რაც მისი პირადი რეკორდია, კარიერაში კი ასეთი სტატისტიკა 52-ჯერ დაუგროვებია.

* * *
ლებრონზე 23-ით მეტი სამმაგი დუბლი აქვს სეზონში რასელ უესტბრუკს. "ოკლაჰომას" ლიდერმა გუშინ, "ბრუკლინის" წინააღმდეგ გაიბრწყინა - 25 ქულა, 19 შედეგიანი პასი და 12 მოხსნა. ეს
იყო უესტბრუკის 70-ე სამმაგი დუბლი კარიერაში.

"ოკლაჰომამ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, რაც მთავარია, პირველად გაიმარჯვა სტუმრად 25 იანვრის შემდეგ.

წინა მატჩში მოგების შემდეგ, "ბრუკლინი" ისევ დამარცხდა. ამ გუნდს მიმდინარე სეზონში ზედიზედ ორი მატჩი ჯერ არ მოუგია.

* * *
"ნიუ ორლეანი", როგორც იქნა, თანდათან პოულობს სარგებელს დემარკუს კაზინსის გადაბირებით. ექს-საკრამენტოელმა 22 ქულა დააგროვა, რასაც ენტონი დევისის 15 ქულა და 15 მოხსნა დაემატა და "პელიკანებმა" ზედიზედ მეორე მატჩში გაიმარჯვეს. არადა, კაზინსის მიღების შემდეგ, "ნიუ ორლეანს" პირველი რვა მატჩიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული.

"პორტლენდმა", რომელიც ამ სეზონში საშუალოდ 108.6 ქულას აგროვებს, თამაშიდან 30.3 პროცენტის სიზუსტით ისროლა და 77 ქულა ჩააგდო.
* * *
"ნიუ იორკმა" მოიგო "ინდიანასთან" შეხვედრა იმის მიუხედავად, რომ თამაშიდან 36.8 პროცენტის სიზუსტით ისროლა. ამ მხრივ, "პეისერსი" კიდევ უფრო უარესი იყო - სტუმრებმა მეორე ტაიმში თამაშიდან 41-ჯერ ისროლეს და მხოლოდ ცხრა (!) ჩააგდეს. "ნიქსმა" შეძლო მესამე მეოთხედში 13-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება და მოგება.

კლივლენდი-დეტროიტი 128:96
44:26, 30:22, 30:22, 24:26
კ: ირვინგი (26+6 პასი), შამპერტი (18), ჯეიმსი (16+11 მოხსნა+12 პასი), ჯეფერსონი (16), დერიკ უილიამსი (13), დერონ უილიამსი (13), სმიტი (12).
დ: ჰარისი (17), მორისი (13+7 მოხსნა), სმიტი (12), კოლდუელ-პოუპი (11), დრამონდი (8+14 მოხსნა).

ბრუკლინი-ოკლაჰომა 104:122
32:32, 30:30, 21:29, 21:31
ბ: ლოპესი (25), ლინი (24), ლევერტი (16), ფოიე (13).
ო: უესტბრუკი (25+12 მოხსნა+19 პასი), ოლადიპო (21), გიბსონი (17+8 მოხსნა), კანტერი (17), აბრინესი (13), ადამსი (11).

ნიუ იორკი-ინდიანა 87:81
18:24, 24:28, 20:12, 25:17
ნ-ი: ენტონი (22+13 მოხსნა), როუზი (16), ერნანგომესი (13+18 მოხსნა), პორზინგისი (11).
ი: ოლადიპო (22+10 მოხსნა), ტერნერი (17+12 მოხსნა).

ნ. ორლეანი-პორტლენდი 100:77
23:16, 27:20, 27:18, 23:23
ნ-ო: კაზინსი (22+9 მოხსნა), დევისი (15+15 მოხსნა), კროუფორდი (13), ჰილი (12), მური (11), ჰოლიდეი (10), კანინგემი (6+10 მოხსნა).
პ: ლილარდი (29), ნაპიერი (10), ვონლე (3+10 მოხსნა), ამინუ (1+10 მოხსნა).

გ. სტეიტი-ფილადელფია 106:104
35:34, 23:25, 20:31, 28:14
გ-ს: კარი (29), ტომპსონი (28), გრინი (20+8 მოხსნა+8 პასი+6 დაფარება), ბარნსი (10+9 მოხსნა).
ფ: შარიჩი (25+7 მოხსნა+6 პასი), ოკაფორი (22+4 დაფარება), ჰოლმსი (14+8 მოხსნა), ლუვავუ-კაბარო (10), მაკონელი (7+7 მოხსნა+10 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული