NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დურანტის მინიმუმ ერთი თვე

AutoSharing Option
"ვაშინგტონთან" მიღებული ტრავმის შემდეგ, "გოლდენ სტეიტის" ფორვარდს კევინ დურანტს მარცხენა მუხლის მყესების მეორე ხარისხის დაჭიმვა და ძვლის დაზიანება დაუდგინეს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის დაბრუნდება მოედანზე დურანტი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხელმეორე შემოწმება ოთხი კვირის შემდეგ ჩატარდება.

თავად "გოლდენ სტეიტის" ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ დურანტი მოასწრებს წლევანდელ რეგულარულ ჩემპიონატში გამოსვლას. კალათბურთელი გუშინ დაბრუნდა ოკლენდში - ფოტოზე ის ეტლით არის დაფიქსირებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული