NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "შარლოტმა", როგორც იქნა, მოიგო

AutoSharing Option
პორტლენდელმა სი ჯეი მაკალუმმა სეზონში მე-11 30-ქულიანი მატჩი ჩაატარა და პირადად მოუტანა გამარჯვება თავის გუნდს - ფორვარდმა საფინალო სირენამდე 0.3 წამით ადრე ჩააგდო ბაზერ-ბიტერი. მანამდე, "დალასის" ლეგენდამ დირკ ნოვიცკიმ 3.4 წამით ადრე ზუსტი სამქულიანით წინ გაიყვანა "მავერიქსი".

* * *
"შარლოტმა" შეწყვიტა შვიდმატჩიანი წაგებათა სერია, თუმცა კინაღამ გაუშვა ხელიდან პირველი ტაიმის შემდეგ მოპოვებული 17-ქულიანი უპირატესობა. "ბრუკლინმა" მეორე ტაიმში 70 ქულა ჩააგდო და თავად გავიდა წინ ორი ქულით. მაგრამ, მარკო ბელინელიმ ბოლო 15 წამში ოთხი საჯარიმო გამოიყენა და "ჰორნეტსი" მოგებამდე მიიყვანა.
"შარლოტმა" ბოლო 15 მატჩში მხოლოდ მესამედ მოიგო, "ბრუკლინს" ზედიზედ ათი და ბოლო 22 მატჩში 21 მარცხი დაუგროვდა.

* * *
ჯეიმს ჰარდენმა სეზონში 43-ე ორმაგი დუბლი შეასრულა, ტრევორ არიზამ და ერიკ გორდონმა კი ოთხ-ოთხი სამქულიანი ჩააგდეს და "ჰიუსტონმა" გაანადგურა "ორლანდო".

შარლოტი-ბრუკლინი 111:107
24:16, 30:21, 27:35, 30:35
შ: უოკერი (17), ბატუმი (17+8 მოხსნა), ბელინელი (17), ლემბი (16+7 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (14+7 მოხსნა), მარვ. უილიამსი (14+9 მოხსნა), კამინსკი (12+11 მოხსნა).
ბ: ბოგდანოვიჩი (22), ლოპესი (20+4 დაფარება), ჰარისი (12), უაიტჰედი (11+7 პასი), ბუკერი (10+12 მოხსნა).

ჰიუსტონი-ორლანდო 128:104
35:28, 35:26, 24:30, 34:20
ჰ: ჰარდენი (25+13 პასი), არიზა (20+7 მოხსნა), გორდონი (18), კაპელა (17+9 მოხსნა), ბევერლი (14+7 პასი), ნენე (13), დეკერი (10).
ო: იბაკა (28+8 მოხსნა), ფურნიე (21), ვუჩევიჩი (14+19 მოხსნა), ოგასტინი (11), პეიტონი (10+8 პასი).

დალასი-პორტლენდი 113:114
27:32, 26:32, 29:22, 31:28
დ: ბარნსი (26), ნოვიცკი (25), მეტიუზი (23), ფერელი (12), ჰარისი (12+7 მოხსნა).
პ: მაკალუმი (32), ლილარდი (29+6 პასი), პლამლი (12+15 მოხსნა), ამინუ (12+11 მოხსნა), ტერნერი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული