NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დევისის მეხუთე 40-იანი

AutoSharing Option
ენტონი დევისის 40 ქულისა და 18 მოხსნის წყალობით, "ნიუ იორლეანმა" სტუმრად, "მედისონ სკვერ გარდენში" 110:96 დაამარცხა "ნიუ იორკი".

მიმდინარე სეზონში ეს იყო მეხუთე შემთხვევა, როცა დევისმა მატჩში მინიმუმ 40 ქულა დააგროვა, რაც მეორე მაჩვენებელია რასელ უესტბრუკის შემდეგ. საინტერესოა, რომ "პელიკანების" ლიდერმა მესამე მეოთხედის ბოლოს მიატოვა შეხვედრა კაილ ო'ქუინის უხეში ჯარიმის გამო. დევისმა მოედანზე 28 წუთი და 58 წამი დაჰყო და გახდა პირველი კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში, ვინც 30 წუთზე ნაკლებ დროში დააგროვა მინიმუმ 40 ქულა და 10 მოხსნა.

* * *
რასელ უესტბრუკს (21 ქულა, 9 მოხსნა, 14 პასი) ერთი მოხსნა დააკლდა სეზონში მე-18 სამმაგ დუბლამდე, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია "ოკლაჰომასთვის", შინ დიდი ანგარიშით დაემარცხებინა "ჩიკაგო".

"ბულზის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჯიმი ბატლერმა, რომელიც გასული კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მოედანზე თითქმის 29 წუთი დაჰყო და მხოლოდ ერთი ქულა დააგროვა. მან თამაშიდან ყველა ტყორცნა ააცილა და მეორე ტაიმიდან მიატოვა თამაში ტრავმის გამო.

* * *
"მინესოტამ" კარლ-ენტონი თაუნსის (34 ქულა, 11 მოხსნა) დახმარებით შეძლო დასავლეთის ბოლოადგილოსანის "დალასის" დამარცხება და ოთხმატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტა. რიკი რუბიომ სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა 15 შედეგიანი პასით.

"დალასმა" ბოლო რვა მატჩში მეექვსედ წააგო.

შეცდომით წერა შეიძლება
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გადაწყვიტა - "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილეთა გამოვლენისას გაითვალისწინოს ის ხმებიც, რომლებშიც კალათბურთელების გვარები არასწორად იქნება დაწერილი. ხალხი ხშირად შეცდომით წერს მოთამაშეთა გვარებს, როცა სოციალურ ქსელში აძლევს ხმას.

მაგალითად, გვარის არასწორად დაწერის პრობლემას გადაეყარნენ "ტორონტოს" გამთამაშებელი კაილ ლოური და "მილუოკის" ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო. ამ უკანასკნელმა ისიც კი განაცხადა, რომ ერთ მილიონ ხმას მიიღებს, მისი თაყვანისმცემლები გვარის დაწერისას რომ არ ცდებოდნენ.

ნიუ იორკი-ნიუ ორლეანი 96:110
26:29, 25:31, 15:31, 30:19
ნ-ი: ჯენინგსი (20), ენტონი (18), ნოა (4+10 მოხსნა).
ნ-ო: დევისი (40+18 მოხსნა), ევანსი (12), ჯონსი (11).

ჩიკაგო-ოკლაჰომა 94:109
20:26, 26:35, 21:28, 27:20
ჩ: უეიდი (22+6 პასი), კარტერ-უილიამსი (15), გრანტი (11), ფელისიო (11+11 მოხსნა).
ო: ადამსი (22), უესტბრუკი (21+9 მოხსნა+14 პასი), კანტერი (20+11 მოხსნა), ოლადიპო (13).

მინესოტა-დალასი 101:92
33:19, 21:27, 23:24, 24:22
მ: თაუნსი (34+12 მოხსნა), რუბიო (13+15 პასი+5 ჩაჭრა), უიგინსი (13), ჯენგი (12), მუჰამადი (11).
დ: ბარნსი (30), ნოვიცკი (26), უილიამსი (11+7 პასი).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. კლივლენდი 36 28 8 77.8
2. ტორონტო 37 24 13 64.9
3. ბოსტონი 37 23 14 62.2
4. ატლანტა 37 21 16 56.8
5. ინდიანა 38 20 18 52.6
6. შარლოტი 38 20 18 52.6
7. ვაშინგტონი 36 18 18 50.0
8. მილუოკი 36 18 18 50.0
9. ჩიკაგო 38 19 19 50.0
10. დეტროიტი 39 18 21 46.2
11. ნიუ იორკი 38 17 21 44.7
12. ორლანდო 39 16 23 41.0
13. ფილადელფია 35 10 25 28.6
14. მაიამი 39 11 28 28.2
15. ბრუკლინი 36 8 28 22.2

დასავლეთი
თ მ წ %
1. გ. სტეიტი 38 32 6 84.2
2. სან ანტონიო 37 30 7 81.1
3. ჰიუსტონი 39 30 9 76.9
4. კლიპერსი 40 26 14 65.0
5. მემფისი 40 24 16 60.0
6. იუტა 39 23 16 59.0
7. ოკლაჰომა 39 23 16 59.0
8. პორტლენდი 39 16 23 41.0
9. საკრამენტო 37 15 22 40.5
10 ნ. ორლეანი 39 15 24 38.5
11. დენვერი 37 14 23 37.8
12. ლეიკერსი 41 15 26 36.6
13. მინესოტა 38 12 26 31.6
14. ფინიქსი 38 12 26 31.6
15. დალასი 38 11 27 28.9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული