ევრობასკეტზე უკრაინას NBA-ს მწვრთნელი წარუძღვება?

AutoSharing Option
უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვოლკოვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმად, შესაძლოა 2011 წლის ევრობასკეტის წინ, ჯგუფში ჩვენ მეტოქე უკრაინის ეროვნულ გუნდს სათავეში ცნობილი ამერიკელი მწვრთნელი მაიკ ფრატელო ჩაუდგეს.

ამასთან, უკრაინელებს თავიანთ გუნდში ლეგიონერთა ნატურალიზებაც სურთ.

"ჩვენ ლეგიონერთა ნაკრებში ნატურალიზებაზე ვმუშაობთ, მაგრამ კონკრეტულად ჯერ ვერაფერს გეტყვით'', - განაცხადა ვოლკოვმა, რომელმაც ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ფრატელოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

63 წლის ფრატელო NBA -ში "ატლანტას" (1983-1990), "კლივლენდსა" (1993-1999) და "მემფისს'' (2004-2007) წვრთნიდა. ამ გუნდებთან მისი გამარჯვებების მაჩვენებელი 54,7%-ია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული